თბილისში ბეჰემოთ ბეგის ძეგლი დაიდგმება 

​თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული, დედაქალაქის ზოოპარკის ბინადარი ბეჰემოთის, ბეგლარის   ძეგლი დაიდგმება და მოხალისეების სახელობის ჯილდო დაწესდება. ბეჰემოთის ძეგლის ავტორია ფერმწერი ნიკუშა შენგელაია, ხოლო შემსრულებელი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე იქნება. ​როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია აცხადებს, თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის მეორე დღეს, მთელი მსოფლიო საუბრობდა ქუჩაში მოსეირნე ბეჰემოთზე, რომელიც სტიქიას გადაურჩა. შემდეგ „ბეგი“ ხელოვანების, მოხალისეების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა და ამიტომ, დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ თბილისში დაიდგას ბეჰემოტ „ბეგის“ ძეგლი. მისივე ინფორმაციით, 2019 წლიდან ყოველ 13 ივნისს, დაჯილდოვდებიან თბილისზე მზრუნველი მოხალისეები. “​იმ მოხალისეების სახელით, რომლებიც 13 ივნისის სტიქიას შიშველი…

მეტი...