თურქეთში საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ

თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, მიწისძვრის შემდეგ დაკარგულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ.

ელჩი თურქეთშო მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად კონტაქტზე იყვნენ საელჩოსთან და ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ.

,,თითქმის ყველა ვიპოვეთ, თითქმის იმიტომ ვიძახით, რომ დღეს დილით შემოგვივიდა ზარი და ერთ მოქალაქეს ვეძებთ, მხოლოდ ეს არის. სადღაც რამდენიმე ათეული მოქალაქე ნაპოვნია. შედარებით მცირე ბიძგებია, გადაკეტილია იქაურობა, ჯერჯერობით ჩვენები ვერ გამოდიან, თუ ინდივიდუალურად რამე არ მოხერხდა. ამ ეტაპზე იქ შეღწევა პრაქტიკულად გამორიცხულია”, – განაცხადა  ელჩმა.

მსგავსი თემები