ინდონეზიაში წყალდიდობამ ცამეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ინდონეზიაში, წყალდიდობის შედეგად, ცამეტი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ წყალდიდობა მალუკუს პროვინციაში გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. სტიქიამ ასევე 10-მდე სახლიც დააზიანა. სინოპტიკოსების ვარაუდით, ძლიერი წვიმა კიდევ რამდენი დღე გაგრძელდება.    

მეტი...

კონსტანტინე პეტრიაშვილმა ფინალში რუსი სანაკოევი 8:0 დაამარცხა (video)

იორდანიის ქალაქ ამანში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 17-წლამდე სპორტსმენთა შორის, კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ მსოფლიო პირველობის ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელი რუსი სანაკოევი 8:0 დაამარცხა.

მეტი...

გენო პეტრიაშვილის ძმა მსოფლიოს ჩემპიონია

თავისუფალ ჭიდაობაში, 17-წლამდე სპორტსმენთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატში კონსტანტინე პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონატი იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა გახდა (60 კგ), ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ალადაშვილი (71 კგ) და ვლადიმერ მინაძე (92 კგ) დაეუფლნენ.   კონსტანტინე პეტრიაშვილმა ფინალში რუსი სანაკოევი 8:0 დაამარცხა (video)

მეტი...

ბრაზილიაში ხანძარი შაქრის ლერწმის მინდვრებში გაჩნდა

reuters-ის ინფორმაციით,  ბრაზილიაში, სან-პაულოს შტატის ჩრდილოეთით ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძარი შაქრის ლერწმის მინდვრებში გაჩნდა, რამაც ისეთი სქელი კვამლის ღრუბელი გამოიწვია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარეთ სპორტული ღონისძიებების ჩატარება აკრძალა. აკრძალვის შედეგად, ქალაქ რიბეირაო პრეტოში ბრაზილიის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩი გაუქმდა. ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე სახელმწიფო მაგისტრალი გადაიკეტა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საძოვრებზე მაღალი ტემპერატურისა და დაკვამლიანების გამო მსხვილფეხა საქონელი კვდება.  

მეტი...

ამბროლაურში მოსახლეობასთან “ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრას ცოტნე ივანიშვილიც ესწრებოდა

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამბროლაურში მოსახლეობასთან “ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრას პარტიის საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი დაესწრო. ცოტნე ივანიშვილს მიესალმა შეკრებილი საზოგადოებაც. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა.  

მეტი...

47 წლის გიორგი (გიგა) ძაგანიას ეძებენ

47 წლის გიორგი (გიგა) ძაგანიას ეძებენ. რომელიც სახლიდან 17 აგვისტოს გავიდა და შინ არ დაბრუნებულა. ოჯახის ინფორმაციით, გიორგი ძაგანიას ბოლო კვალი ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე მაცხოვრის შობის სახელობის ტაძართან და მე-14 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება. ოჯახი დახმარებას ითხოვს. “გთხოვთ გააზიარეთ! ვეძებთ 47 წლის გიორგი (გიგა) ძაგანიას. სახლიდან გავიდა 17 აგვისტოს, დაახლოებით დილის 6:30 საათზე. ჩართულია პოლიცია და მიმდინარეობს კამერების ჩანაწერების ამოღება. ბოლო კვალი ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე მაცხოვრის შობის სახელობის ტაძართან და მე-14 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება. თუ ვინმემ სადმე შენიშნეთ ან რამე სახის ინფორმაციას ფლობთ აღნიშნულთან დაკავშირებით,…

მეტი...

“გამოწვევებისა და ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობა”- კობახიძე

“ჩვენ არ დავემორჩილეთ კოორდინირებულ უმძიმეს ზეწოლას მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, არ დავემორჩილეთ მოთხოვნას სანქციებთან მიერთებისა და მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას ეკონომიკურ კატასტროფას და ომს მოუტანდა, და უდიდესი რისკის ფასად, ქვეყანას მშვიდობა შევუნარჩუნეთ”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერი ამბობს, რომ ურთულესი გამოწვევებისა და ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლებამ  შევინარჩუნეთ უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობა. „ურთულესი გამოწვევებისა და ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობა. საქართველოს ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდამდე გაიზარდა. შესაბამისად, სამჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტიც; „ქართულმა ოცნებამ“ აამოქმედა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რითაც ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უკვე…

მეტი...

“ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა ინტერესებს, “კოლექტიური ნაცმოძრაობა” ეწინააღმდეგება”- ბიძინა ივანიშვილი

“საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელსაც, ისევე როგორც ყველაფერს ქართული ინტერესებისთვის სასარგებლოს, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. როგორც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა ინტერესებს დაიცავენ. „აქაური აგენტურა დიდი ენთუზიაზმით იცავს და ავრცელებს ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომლის მიზანიც ყოველგვარი ტრადიციული ფასეულობების მოშლა, ადამიანების ღირსებისგან თუ მორალისგან სრული დაცლა და ყველაზე დაბალი რანგის მონებისგან შემდგარი, ერთი ფსიქოლოგიის მქონე მასის შექმნაა.  თუმცა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთას – ოჯახურ ღირებულებებსა და…

მეტი...

„კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“  პოლიტიკურ ინტერესებზე ფიქრი დაიწყო”- ივანიშვილი შოვის სტიქიაზე

„როდესაც რაჭაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია დავივიწყოთ ერთი წლის წინ აქ დატრიალებული ტრაგედია. 2023 წლის 3 აგვისტო მოუშუშებელ იარად დაგვრჩება. სტიქიამ, რომელიც შოვს დაატყდა თავს, ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა. ასეთ დროს განსაკუთრებით ვიაზრებთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთიანობას“- ამბობს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აღნიშნული ტრაგედიის დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურ ინტერესებზე ფიქრი დაიწყო. „როდესაც მთელი ქვეყანა ერთად დგას, ხალხი სიტყვის თქმის გარეშე ამხნევებს ერთმანეთს და თავს დამტყდარ ტრაგედიას ისე ღირსეულად გლოვობს, როგორც მხოლოდ ქართველს შეუძლია. სამწუხაროდ, ისევ მიწევს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ხსენება, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე…

მეტი...

“გადავარჩინოთ და სამშვიდობოს გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა”- ბიძინა ივანიშვილი

„12 წლის წინანდელი პერიოდის მსგავსად უნდა გავაკეთოთ ისტორიული არჩევანი, გადავარჩინოთ და სამშვიდობოს გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, შემდეგ კი 2012 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ეროვნული ღირსების შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“- განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში. როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, წინა ხელისუფლება ნებისმიერ შესაძლებლობას ელის ძალაუფლების დასაბრუნებლად. „ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში უხვად გაბნეული უცხოეთის აგენტები სულმოუთქმელად ელიან ნებისმიერ შესაძლებლობას, იქნებ როგორმე ძალაუფლება დაიბრუნონ რაც საქართველოს ომში ჩართვას, ეკონომიკურ სიდუხჭირესა და შიმშილს, კიდევ მეტ დაკარგულ სიცოცხლესა და დამატებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ნიშნავს“- აცხადებს ივანიშვილი.

მეტი...

ოთხი წლის ბავშვი დაჭრეს – პოლიციამ ძებნა მის დეიდაზე გამოაცხადა

ნიუ-ჯერსის შტატში 4 წლის ბავშვს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. პოლიციამ ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინება გვიან ღამით მიიღო. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს სახლში მცირეწლოვანი ბავშვი დახვდათ, რომელსაც ცივი იარაღით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. დანაშაულში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ ბავშვის დეიდაა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. ბავშვის სიცოცხლეს, ამ დროისთვის, საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

ალენ დელონი საკუთარი აგარაკის ეზოში დაკრძალეს

ლე­გენ­და­რუ­ლი ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი, ალენ დე­ლო­ნი სა­კუ­თა­რი აგა­რა­კის ეზო­ში დაკ­რძა­ლეს. დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ას დე­ლო­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახლო გა­რე­მოც­ვა ეს­წრე­ბოდ­ნენ. ალენ დე­ლო­ნის ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, მას არ სურ­და დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია მას­შტა­ბუ­რი ყო­ფი­ლი­ყო, სწო­რედ ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის წრე­ში შედ­გა. ცნო­ბის­თვის, ფრან­გუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­და, მსა­ხი­ო­ბი, სცე­ნა­რის­ტი, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი და პრო­დი­უ­სე­რი ალენ დე­ლო­ნი 88 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ალენ დე­ლო­ნი მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო. 88 წლის ლე­გენ­და­ზე ბოლო დროს შვი­ლე­ბი ზრუ­ნავ­დნენ და დრო­დად­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახალ ფო­ტო­ებს და ვი­დეო კად­რებს უზი­ა­რებ­დნენ. დე­ლო­ნის ოჯა­ხუ­რი სი­ტუ­ა­ცია საფ­რან­გეთ­ში ტაბ­ლო­ი­დუ­რი პრე­სის პირ­ველ გვერ­დებ­ზე ხში­რად ხვდე­ბო­და. მი­ზე­ზი მის შვი­ლებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო…

მეტი...

საკვების გამოძახება ჩინეთის დიდ კედელზეც შესაძლებელია

ჩინეთის დიდ კედელზე ასულ ტურისტებს საჭმლის გამოძახება და მიღება კედლის დატოვების გარეშე შეეძლებათ. ჩინეთის საკვების მიმწოდებელმა კომპანიამ giant Meituan-მა ერთი კვირის წინ, დრონებით მიტანის სერვისი დაამატა, რაც მათი თქმით, საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებელმა საკვები ჩინეთის დიდ კედელზეც გამოიძახოს. ეს ჩინეთში დრონებით საკვების მიწოდების პირველი სერვისია.

მეტი...

,,ისეთი მძლავრი საჰაერო თავდაცვის სისტემა, როგორიც პუტინის აგარაკებთანაა, რუსეთის ჩვეულებრივ ქალაქებში არაა” – ზელენსკი

,,უკრაინამ იცის, სად მდებარეობს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები, ისეთი მძლავრი საჰაერო თავდაცვის სისტემა, როგორიც პუტინის აგარაკებთანაა, რუსეთის ჩვეულებრივ ქალაქებში არაა”, – ამის შესახებ ინდურ მედიასთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ,,პუტინი ჩვენს ოკუპაციას ახდენს და თავის ტერიტორიაზე არ ფიქრობს. ჩვენ ვიცით საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ რუსეთში, ჩვენ ვურტყამთ მათ ენერგეტიკულ სექტორს, მათ სამხედრო აეროდრომებს. ჩვენ ვიცით, სად აქვთ საჰაერო თავდაცვა და სად არა.  იცოდეთ, არის საჰაერო თავდაცვა პუტინის აგარაკის გარშემო, მოსკოვის ირგვლივ, სანქტ-პეტერბურგში, მაგრამ არ არის საჰაერო თავდაცვა ჩვეულებრივ ქალაქებსა და ქალაქებში, კურსკის რეგიონში, სადაც ჩვენ სწრაფად წავედით წინ.…

მეტი...

ოჯახი 47 წლის გიორგი (გიგა) ძაგანიას ეძებს

ოჯახი 47 წლის გიორგი (გიგა) ძაგანიას ეძებს. ის სახლიდან 17 აგვისტოს, დაახლოებით დილის 6:30 საათზე გავიდა. ბოლო კვალი ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე მაცხოვრის შობის სახელობის ტაძართან და მე-14 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და მიმდინარეობს კამერების ჩანაწერების ამოღება. ,,თუ ვინმემ სადმე შენიშნეთ ან რამე სახის ინფორმაციას ფლობთ აღნიშნულთან დაკავშირებით, უმორჩილესად გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 577125176 (ძმა დიტო ძაგანია) ან აცნობეთ პოლიციას. თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს და დიდი მადლობა ყველას!”, – ნათქვამია ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელმაც ფონიჭალაში ორი ადამიანი დაჭრა

პოლიციამ ფონიჭალაში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი ადამიანი. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზემო ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ორ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

ილონ მასკი „ტელეგრამის” აღმასრულებელ დირექტორს სოლიდარობას უცხადებს და მის გათავისუფლებას მოითხოვს

კომპანია „ტესლას“ დამფუძნებელი ილონ მასკი საფრანგეთში დაკავებულ „ტელეგრამის“ აღმასრულებელ დირექტორს, პაველ დუროვს სოლიდარობას უცხადებს და მის გათავისუფლებას მოითხოვს. დუროვის დაპატიმრების გამო საფრანგეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებს ამერიკის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი რობერტ კენედიც, რომელმაც საარჩევნო კამპანია შეაჩერა და მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა. მილიარდერი დუროვი საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს. ის საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩაფრინდა. საფრანგეთის ხელისუფლებას სურს გაარკვიოს დუროვის ურთიერთობა კრემლთან. გამოძიება ასევე ფოკუსირებულია „ტელეგრამზე“ მოდერატორების ნაკლებობაზე, რაც, კრიმინალურ აქტივობებს უხსნიდა გზას. დუროვი შესაძლოა ტერორიზმის, ნარკოტიკების კონტრაბანდის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისა და თაღლითობის ხელშეწყობაში დაადანაშაულონ.  

მეტი...

„ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი ორი მოსწავლე“ – ცნობილია 15 წლის ბიჭების ვინაობა, რომლებიც ავარიას ემსხვერპლნენ

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდები უჩა ბერიძე და გოგიტა ათაბაქი არიან. სამძიმრის წერილს ბათუმის 26-ე საჯარო სკოლა ავრცელებს. ,,სსიპ ქალაქ ბათუმის #26 საჯარო სკოლის კოლექტივი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი ორი მოსწავლე…. ამ ტრაგედიას ვერაფერს დავარქმევ… ეს უსაზღვრო, გაუსაძლისი ტკივილია… ჩვენი სკოლის 9-ა და 9-ბ კლასის მოსწავლეებმა, უჩა ბერიძემ და გოგიტა ათაბაქმა სასწავლო წლის დასაწყისის მოლოდინს ფერები შეუცვალა… ჩაამუქა, ჩააქრო სიხარული და სევდით და ტკივილით აგვივსო გულები… თქვენმა ხანმოკლე ცხოვრებამ სამარადისო კვალი დატოვა ჩვენში… მიჭირს ამის თქმა …. მაგრამ … სამარადისოდ ნათელში იყავით ჩვენო ვაჟკაცო…

მეტი...

,,დუროვი რუსეთიდან არ უნდა წასულიყო. უნდა მიხვდეს რომ სამშობლოს, ისევე, როგორც დროებას, არ ირჩევენ” – მედვედევი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი, პაველ დუროვის დაკავებას გამოეხმაურა: ,,ოდესღაც, დიდი ხნის წინ, დუროვს ვკითხე, რატომ არ უნდა სამართალდამცველებთან თანამშრომლობა. “ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა”, – მითხრა მან. “მაშინ ყველა ქვეყანაში გექნება სერიოზული პრობლემები”, – ვუპასუხე მე. ჩათვალა რომ ყველაზე დიდი პრობლემები რუსეთში შეექმნებოდა და გაიქცა. უნდოდა “მსოფლიოს მოქალაქე” ყოფილიყო, რომელიც სამშობლოს გარეშე ცხოვრობს. შეცდომა დაუშვა. უნდა მიხვდეს, რომ სამშობლოს, ისევე, როგორც დროებას, არ ირჩევენ.” – აცხადებს მედვედევი. შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზში, ,,ტელეგრამის” შემქმნელი, მილიარდერი პაველ დუროვი დააკავეს.

მეტი...

,,მამა თეიმურაზმა ამ პატარა ასაკში შეძლო ის, რომ ყველას, მთელ ქვეყანას თავი შეაყვარა და გვასწავლა რა არის მოძღვრობა” – მამა შალვა კეკელია

მამა შალვა კეკელია მამა თეიმურაზ ქორიძეს ემოციურად იხსენებს. როგორც მამა შალვა აღნიშნავს, მამა თეიმურაზი სიყვარულის მოძღვარი იყო. მისი თქმით, მამაო სემინარიაშივე გამორჩეული სტუდენტი იყო და განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ადამიანების მიმართ. „მთელი ერისთვის დიდი ტრაგედიაა ასეთი ახალგაზრდა, საოცარი მოძღვრის გარდაცვალება. ღმერთმა ალბათ 10 თვის წინ დააბრუნა ამ ქვეყანაზე რომ ის სიტყვები, რომლებიც ბოლოს თქვა, ეთქვა ჩვენთვის. დიდი ხანია ის ქადაგებდა სიყვარულზე, სიხარულზე, ბედნიერებაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთის გაფრთხილებას ქადაგებდა ძალიან ხშირად. როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანები ერთმანეთს და რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანი უფრთხილდებოდეს ყველა წუთს და ყველა წამს. მამა თეიმურაზს ეს…

მეტი...

ისრაელმა ლიბანის ტერიტორიის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო

ისრაელმა ლიბანის ტერიტორიის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო. თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო დარტყმები „ჰეზბოლას“ ობიექტებზე ხორციელდება, საიდანაც ისრაელის მიმართულებით მასშტაბური თავდასხმა იგეგმებოდა. ოპერაციის დაწყებიდან მალევე თავდაცვის მინისტრმა ისრაელში 48-საათიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო განცხადება გაავრცელა „ჰეზბოლამაც”, რომლის მიხედვითაც ისრაელის მიმართულებით სამხედრო ობიექტების დასაბომბად რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს.

მეტი...

რა მდგომარეობაა ამ დროისთვის რიკოთზე

,,რიკოთზე ხევი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე გზა გაიწმინდა, მოძრაობა აღდგა და მთელი ღამის განმავლობაში შეუფერხებლად გადაადგილდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებები”, – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი. „ხევი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე დაფიქსირდა რამდენიმე ავტოავარია, ასევე გუშინ დღის ბოლოს, საღამოს საათებში, ძლიერი წვიმის შედეგად, მშენებარე ადგილზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, გადმოვიდა ტალახიანი წყლის მასა, ლაფის სახით, რამაც შეაფერხა მოძრაობა. მონაკვეთი 15-20 წუთში გაიწმინდა, თუმცა ავტომობილების დიდი ნაკადიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებები დაგროვდა და იმავე მონაკვეთში სატვირთო ავტომობილის დაზიანების გამო, საგზაო მოძრაობა შეფერხდა. როგორც კი გაიყვანეს სატვირთო გზიდან, მოძრაობა აღდგა. რიკოთზე მთელი ღამის განმავლობაში შეუფერხებლად გადაადგილდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებები“, –…

მეტი...

თეთრი სახლი ისრაელსა და ლიბანში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტი ბაიდენი ყურადღებით აკვირდება ისრაელსა და ლიბანში განვითარებულ მოვლენებს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „პრეზიდენტის დავალებით ამერიკელი მაღალჩინოსნები ისრაელელ კოლეგებთან კომუნიკაციას აწარმოებენ. ჩვენ მხარს დავუჭერთ ისრაელის თავდაცვის უფლებას და ვმუშაობთ რეგიონში სტაბილურობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

Telegram-ის დამფუძნებელი შესაძლოა ბაქოში პუტინთან შეხვედრას ცდილობდა

Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი შესაძლოა რამდენიმე დღის წინ ბაქოში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას ცდილობდა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი კოვალენკომ თავის Telegram-არხზე დაწერა. ,,შესაძლოა, დუროვი რამდენიმე დღის წინ ბაქოში პუტინთან შეხვედრა ცდილობდა და მას უარი ეთქვა. ახლა რუსეთში ისტერიაა, რომ ერთადერთი სანდო რუსული მესენჯერი, Telegram, შეიძლება აღმოჩნდეს დასავლეთის კონტროლის ქვეშ” – აღნიშნა კოვალენკომ. მისი თქმით, დუროვის ისტორია მოსკოვისთვის არის “მარცხი, რომელშიც პუტინის მთელი გარემოცვაა დამნაშავე, ვაინოდან პატრუშევამდე”. ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ Telegram არის ნომერ პირველი მესენჯერი უკრაინაში.…

მეტი...

კუნძულ სიცილიაზე დათო მაღრაძის ლექსი ხარების ტაძრის კედელზე განთავსდა

პოეტ დათო მაღრაძის ლექსი – ROMA AMOR პოეტების ქუჩაზე, ქალაქის ისტორიულ ნაწილში ხარების ტაძრის კედელზე განთავსდა. ლექსი კერამიკულ ფილაზეა ამოტვიფრული. ინიციატივა კუნძულ სიცილიაზე, პოეზიის საერთაშორისო ფესტივალს- “ფედერიჩიანოს” და ქალაქ აუგუსტას მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.  

მეტი...

“არასწორად არის ფერდები ჩამოჭრილი”- გეოლოგი რიკოთის უღელტეხილზე

“სკეპტიკურად ვუყურებ პრობლების გამოსწორებას” – ასე ეხმაურება გეოლოგი თეა გოდოლაძე რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ ვითარებას. თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ფერდები არასწორად არის ჩამოჭრილი, რის გამოც პრობლემის სიღრმისეულად მოგვარება, შეუძლებელია. „ეს არც პირველი იქნება, არც უკანასკნელი. გრავიტაცია თავისას მოითხოვს. ბუნებრივი სტაბილიზაციის პროცესი წავა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არასწორად არის ფერდები ჩამოჭრილი. ეს არ უნდა გაკეთებულიყო. ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ გამოსწორებას, როდესაც ასეთი მასშტაბის პრობლემებზეა საუბარი. როგორ უნდა გამოასწორო, ბეტონში ჩასვა თუ სარკოფაგში მთელი რიკოთი?!” – ამბობს გეოლოგი. წუხელ მოსულმა უხმა ნალექმა პრობლემები შექმნა რიკოთის უღელტეხილზე. გარკვეული დროის განმავლობაში შეზღუდული იყო ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო…

მეტი...

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად Reuters-ის ორი ჟურნალისტი დაშავდა-ეძებენ რეპორტიორს

რუსეთის სარაკეტო დარტყმა უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე. სამიზნე ის სასტუმრო გახდა, საიდანაც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი უკრაინის ამბებს აშუქებდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ეძებენ სააგენტოს რეპორტიორს, ორი ჟურნალისტი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. Reuters-ი წერს, რომ რუსეთმა სასტუმროზე იერიში მიზანმიმართულად მიიტანა.    

მეტი...

25 აგვისტოს მარო მაყაშვილი დაიბადა

1902 წლის 25 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირი, მარო მაყაშვილი დაიბადა. წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯორისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში 2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

მეტი...

მარია ზახაროვა Telegram-ის დამფუძნებლის დაკავებას ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა Telegram-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დუროვის საფრანგეთში დაკავებას ეხმაურება. მისი განცხადებით, საინტერესოა, გაჩუმდებიან თუ არა დასავლური უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც 2018 წელს რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვეს, შეეწყვიტა Telegram-ის მუშაობისთვის დაბრკოლებების შექმნა. „როგორ ფიქრობთ, ამჯერად ისინი პარიზს მიმართავენ და დუროვის გათავისუფლებას მოითხოვენ, თუ ენას ჩაყლაპავენ?“, – წერს ზახაროვა.  

მეტი...

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” რუსეთის ბიუროს ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფედერალურ ძებნილთა სიაში ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – განდევნილი რუსეთის” ხელმძღვანელი, ილია შუმანოვი შეიყვანა. ინფორმაციას Медиазона ავრცელებს. ამავე ცნობით, შუმანოვი სისხლის სამართლის დანაშაულით იძებნება, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული, თუ კონკრეტულად რა მუხლით. თავად შუმანოვმა Медиазона-ს განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ე.წ. უცხოური აგენტის მოვალეობის შეუსრულებლობის მუხლით აღიძრა.

მეტი...

“ახლოვდება დღე, როდესაც ევროკავშირში მოგესალმებით”- შარლ მიშელი

“ახლოვდება დღე, როდესაც ევროკავშირში მოგესალმებით, იქ, სადაც თქვენი ადგილია” – ამის შესახებ სოციალურ ქსელ “X”-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი წერს. როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი უკრაინელების გვერდით არის. “ძვირფასო უკრაინელებო, თქვენი სიმამაცე ჩვენთვის მაგალითია, მუხლს ვიდრეკთ თქვენი თავგანწირვის წინაშე. თქვენ გვახსენებთ, რომ თავისუფლება არის ის, რისთვისაც უნდა იბრძოლო. ჩვენ ვიდგებით თქვენს გვერდით, სანამ არ გაიმარჯვებთ. და ახლოვდება დღე, როდესაც ევროკავშირში მოგესალმებით, იქ, სადაც თქვენი ადგილია” – წერს შარლ მიშელი.

მეტი...

“ძალიან მეწყინა გიორგი კობერიძის გარდაცვალება“ – თეა წულუკიანი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, გიორგი კობერიძის გარდაცვალებას, კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. “ძალიან მეწყინა გიორგი კობერიძის გარდაცვალება. ვიზიარებ ოჯახის დიდ მწუხარებას! მან თავი პროფესიონალიზმით, ზომიერებითა და ზრდილობით დაგვამახსოვრა. ვგულშემატკივრობდი სენთან ბრძოლაში და, როგორც ყველას, იმედი მქონდა, რომ მალე დაბრუნდებოდა ბრიფინგებსა და პრესკონფერენციებზე თავისი კითხვებით. განისვენე მშვიდად” – წერს თეა წულუკიანი.  

მეტი...

“გოგოს ენაში დანა ჩაარტყა”- რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ფონიჭალაში მომხდარ დაჭრაზე

გავრცელებული ინფორმაციით, მდუმარებაში მყოფი ბერი ნიკოლოზის სახლთან მომხდარ დაპირისპირებაში სამი ადამიანი მონაწილეობდა. 19 წლის ბრალდებულმა, რომელიც შენიღბული იყო და ზამთრის ტანსაცმლით გადაადგილდებოდა, ორ მოქალაქეს, 21 წლის ბიჭს არტერიაში, ხოლო 21 წლის გოგოს ენაში დანა ჩაარტყა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მოქალქეები, რომლებიც თავს ბერი ნიკოლოზის მრევლს უწოდებენ, ამბობენ რომ გუშინ მომხდარი დაჭრა სპეციალურად იყო მოწყობილი. „ვინც მოვიდა და ეს საქაციელი ჩაიდინა იყო მოგზავნილი. რადგან ჩაიწეროს რაღაც უარყოფითი, გააჩაღოს ომი, თორე ვინც არის დაჭრილი უაღრესად კარგი ადამიანია. ვიღაცამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩირქი მოსცხოს აქაურობას. ამხელა წმინდანს ყველა ებრძვის“- ამბობს მრევლი.

მეტი...

ტაილანდში მეწყერს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ტაილანდში, კურორტ ფუკეტზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი რუსი ტურისტია – ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს. რუსების გარდა, დაღუპულებს შორის 9 მიანმარიდან ჩასული მიგრანტი მუშაო იყო, 2 კი ტაილანდელია. გარდა ამისა, შემთხვევის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა და 209 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.  

მეტი...

„ვინც გვატკენს, ჩვენ მათ ვატკენთ“ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

„ვინც გვატკენს, ჩვენ მათ ვატკენთ“ – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომის დაწყებამდე გააკეთა. „ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად და განვაგრძოთ მარტივი წესის დაცვა: ვინც გვატკენს, ჩვენ მათ ვატკენთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ინტენსიურად მუშაობენ საფრთხეების აღკვეთაზე. დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა.  

მეტი...

პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში ქართველებმა 71 მედალი მოიპოვეს

საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა, გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვა. საერთო ჯამში მათ ანგარიშზე 71 მედალია. აქედან: 30-ოქრო; 22 – ვერცხლი; 19 – ბრინჯაო. პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი მოლდოვაში მიმდინარეობს და მასში 61 ქვეყნის პარასპორტსმენი მონაწილეობს.

მეტი...