“ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა ინტერესებს, “კოლექტიური ნაცმოძრაობა” ეწინააღმდეგება”- ბიძინა ივანიშვილი

“საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელსაც, ისევე როგორც ყველაფერს ქართული ინტერესებისთვის სასარგებლოს, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა ინტერესებს დაიცავენ.

„აქაური აგენტურა დიდი ენთუზიაზმით იცავს და ავრცელებს ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომლის მიზანიც ყოველგვარი ტრადიციული ფასეულობების მოშლა, ადამიანების ღირსებისგან თუ მორალისგან სრული დაცლა და ყველაზე დაბალი რანგის მონებისგან შემდგარი, ერთი ფსიქოლოგიის მქონე მასის შექმნაა.  თუმცა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთას – ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა ინტერესებს განსაკუთრებით მოვუფრთხილდებით და კონსტიტუციის დონეზე დავიცავთ!“- განაცხადა ივანიშვილმა.

 

მსგავსი თემები