ოთხი წლის ბავშვი დაჭრეს – პოლიციამ ძებნა მის დეიდაზე გამოაცხადა

ნიუ-ჯერსის შტატში 4 წლის ბავშვს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. პოლიციამ ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინება გვიან ღამით მიიღო. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს სახლში მცირეწლოვანი ბავშვი დახვდათ, რომელსაც ცივი იარაღით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

დანაშაულში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ ბავშვის დეიდაა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. ბავშვის სიცოცხლეს, ამ დროისთვის, საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი თემები