ინდონეზიაში წყალდიდობამ ცამეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ინდონეზიაში, წყალდიდობის შედეგად, ცამეტი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ წყალდიდობა მალუკუს პროვინციაში გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.

სტიქიამ ასევე 10-მდე სახლიც დააზიანა.

სინოპტიკოსების ვარაუდით, ძლიერი წვიმა კიდევ რამდენი დღე გაგრძელდება.

 

 

მსგავსი თემები