“ახლოვდება დღე, როდესაც ევროკავშირში მოგესალმებით”- შარლ მიშელი

“ახლოვდება დღე, როდესაც ევროკავშირში მოგესალმებით, იქ, სადაც თქვენი ადგილია” – ამის შესახებ სოციალურ ქსელ “X”-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი წერს.

როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი უკრაინელების გვერდით არის.

“ძვირფასო უკრაინელებო, თქვენი სიმამაცე ჩვენთვის მაგალითია, მუხლს ვიდრეკთ თქვენი თავგანწირვის წინაშე. თქვენ გვახსენებთ, რომ თავისუფლება არის ის, რისთვისაც უნდა იბრძოლო. ჩვენ ვიდგებით თქვენს გვერდით, სანამ არ გაიმარჯვებთ. და ახლოვდება დღე, როდესაც ევროკავშირში მოგესალმებით, იქ, სადაც თქვენი ადგილია” – წერს შარლ მიშელი.

მსგავსი თემები