“გოგოს ენაში დანა ჩაარტყა”- რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ფონიჭალაში მომხდარ დაჭრაზე

გავრცელებული ინფორმაციით, მდუმარებაში მყოფი ბერი ნიკოლოზის სახლთან მომხდარ დაპირისპირებაში სამი ადამიანი მონაწილეობდა. 19 წლის ბრალდებულმა, რომელიც შენიღბული იყო და ზამთრის ტანსაცმლით გადაადგილდებოდა, ორ მოქალაქეს, 21 წლის ბიჭს არტერიაში, ხოლო 21 წლის გოგოს ენაში დანა ჩაარტყა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მოქალქეები, რომლებიც თავს ბერი ნიკოლოზის მრევლს უწოდებენ, ამბობენ რომ გუშინ მომხდარი დაჭრა სპეციალურად იყო მოწყობილი.

„ვინც მოვიდა და ეს საქაციელი ჩაიდინა იყო მოგზავნილი. რადგან ჩაიწეროს რაღაც უარყოფითი, გააჩაღოს ომი, თორე ვინც არის დაჭრილი უაღრესად კარგი ადამიანია. ვიღაცამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩირქი მოსცხოს აქაურობას. ამხელა წმინდანს ყველა ებრძვის“- ამბობს მრევლი.

მსგავსი თემები