როგორი ამინდია დღეს საქართველოში

25 აგვისტოს ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში  მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ; აჭარის სანაპირო ზოლში სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +31, +36°; მთაში ღამით +13,+18°, დღისით  +30, +35°;  მაღალმთაში ღამით +10,+15°, დღისით  +25, +30°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ; ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით  +13, +18°,დღისით +30, +35°; მაღალმთაში ღამით +9,+14°, დღისით  +25, +30°. ხანმოკლე წვიმა და…

მეტი...

„ჯო ბაიდენი ყურადღებით უწევს მონიტორინგს ისრაელსა და ლიბანში მიმდინარე მოვლენებს“- თეთრი სახლი

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი ყურადღებით უწევს მონიტორინგს ისრაელსა და ლიბანში მიმდინარე მოვლენებს. როგორც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი აცხადებს, ბაიდენის დავალებით, ამერიკელი მაღალჩინოსნები თავის ისრაელელ კოლეგებთან კომუნიკაციას აწარმოებენ. „ჩვენ კვლავაც მხარს დავუჭერთ ისრაელის თავდაცვის უფლებას და ვიმუშავებთ რეგიონში სტაბილურობისთვის“ – განაცხადეს თეთრ სახლში. პენტაგონშიც, ასევე, ამბობენ, რომ მზად არიან, ისრაელის თავდაცვას მხარი დაუჭირონ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა, ხოლო ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე პრევენციული დარტყმები განახორციელა.  

მეტი...

Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორი საფრანგეთის პოლიციამ დააკავა

Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი დააკავეს. საფრანგეთის პოლიციამ ის მას შემდეგ დააკავა, რაც მისი პირადი თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი იუწყება, რომ საფრანგეთში რუსეთის საელჩო ოპერატიულად მუშაობს სიტუაციის გასარკვევად. შეტყობინებების აპლიკაცია Telegram-ი განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში, უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. აპლიკაცია რუსეთში 2018 წელს აიკრძალა, მას შემდეგ, რაც დუროვმა მომხმარებლის მონაცემების გადაცემაზე უარი თქვა, მაგრამ აკრძალვა 2021 წელს გაუქმდა.  

მეტი...

“ყირიმის დეოკუპაციისა და ქერჩის ხიდის განადგურების გეგმა არსებობს”- უკრაინული მხარე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიისა და ყირიმის დეოკუპაციის გეგმა შემუშავებული აქვთ. მისივე ინფორმაციით, ასევე არსებობს ქერჩის ხიდის განადგურების გეგმაც. „შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიის და ნახევარკუნძულის დეოკუპაციის გეგმა აქვს. ასევე გეგმა იმისა, რომ გავანადგუროთ ყველა წინაღობა. ანონს არ გავაკეთებთ – როგორც მანამდეც არ გაგვიკეთებია”- თქვა იუსოვმა.  

მეტი...

ფონიჭალაში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე 19 წლის ახალგაზრდა დააკავეს

პოლიციამ ფონიჭალაში დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2005 წელს დაბადებული ლ.ტ. ორი ადამიანის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ორ პირს – 1997 წელს დაბადებულ დ.შ.- ს და 1972 წელს დაბადებულ მ.ზ. – ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. სამართალდამცველებმა ლ.ტ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ…

მეტი...

ქუთაისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ქუთაისიში თამაზ იონანიძეს ეძებენ. ამის შესახებ,ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. „დაიკარგა ქუთაისში, თამაზი იონანიძე. ნებისმიერი ინფორმაცია მნიშვნელოვანია, გთხოვთ აცნობოთ პოლიციას ან დარეკეთ: 555590069. გააზიარეთ გთხოვთ“- წერია განცხადებაში.  

მეტი...

როგორი ამინდი იყო ხევსურეთში?  (video)

უამინდობა იყო გუშინ ხევსურეთშიც. დაისეტყვა სოფელი ბაცალიგო. სეტყვა რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. უამინდობამ პრობლემები შექმნა საქართველოს მასშტაბით. განსაკუთრებით რთული ვითარება იყო დასავლეთში.

მეტი...

„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა

დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა. როგორც დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რაკეტების სამიზნე ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე 11 სამხედრო ბაზა იყო. „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ეს იერიში არის თავდასხმის პირველი ფაზა და წარმოადგენს პასუხს 30 ივლისს დაჯგუფების სამხედრო მეთაურის, ფაუდ შუქრის მკვლელობაზე. თავის მხრივ, ისრაელში განაცხადეს, რომ ლიბანის ტერიტორიაზე პრევენციული დარტყმები განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამიზნე იყო ის ადგილები, საიდანაც „ჰეზბოლა“ ისრაელის წინააღმდეგ დარტყმებს ამზადებდა.  

მეტი...