ისრაელმა ლიბანის ტერიტორიის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო. თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო დარტყმები „ჰეზბოლას“ ობიექტებზე ხორციელდება, საიდანაც ისრაელის მიმართულებით მასშტაბური თავდასხმა იგეგმებოდა. ოპერაციის დაწყებიდან მალევე თავდაცვის მინისტრმა ისრაელში 48-საათიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
საგანგებო განცხადება გაავრცელა „ჰეზბოლამაც”, რომლის მიხედვითაც ისრაელის მიმართულებით სამხედრო ობიექტების დასაბომბად რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს.