ილონ მასკი „ტელეგრამის” აღმასრულებელ დირექტორს სოლიდარობას უცხადებს და მის გათავისუფლებას მოითხოვს

კომპანია „ტესლას“ დამფუძნებელი ილონ მასკი საფრანგეთში დაკავებულ „ტელეგრამის“ აღმასრულებელ დირექტორს, პაველ დუროვს სოლიდარობას უცხადებს და მის გათავისუფლებას მოითხოვს.

დუროვის დაპატიმრების გამო საფრანგეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებს ამერიკის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი რობერტ კენედიც, რომელმაც საარჩევნო კამპანია შეაჩერა და მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა.

მილიარდერი დუროვი საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს. ის საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩაფრინდა. საფრანგეთის ხელისუფლებას სურს გაარკვიოს დუროვის ურთიერთობა კრემლთან. გამოძიება ასევე ფოკუსირებულია „ტელეგრამზე“ მოდერატორების ნაკლებობაზე, რაც, კრიმინალურ აქტივობებს უხსნიდა გზას. დუროვი შესაძლოა ტერორიზმის, ნარკოტიკების კონტრაბანდის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისა და თაღლითობის ხელშეწყობაში დაადანაშაულონ.

 

მსგავსი თემები