„ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი ორი მოსწავლე“ – ცნობილია 15 წლის ბიჭების ვინაობა, რომლებიც ავარიას ემსხვერპლნენ

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდები უჩა ბერიძე და გოგიტა ათაბაქი არიან. სამძიმრის წერილს ბათუმის 26-ე საჯარო სკოლა ავრცელებს.

,,სსიპ ქალაქ ბათუმის #26 საჯარო სკოლის კოლექტივი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი ორი მოსწავლე…. ამ ტრაგედიას ვერაფერს დავარქმევ… ეს უსაზღვრო, გაუსაძლისი ტკივილია…

ჩვენი სკოლის 9-ა და 9-ბ კლასის მოსწავლეებმა, უჩა ბერიძემ და გოგიტა ათაბაქმა სასწავლო წლის დასაწყისის მოლოდინს ფერები შეუცვალა… ჩაამუქა, ჩააქრო სიხარული და სევდით და ტკივილით აგვივსო გულები… თქვენმა ხანმოკლე ცხოვრებამ სამარადისო კვალი დატოვა ჩვენში… მიჭირს ამის თქმა …. მაგრამ … სამარადისოდ ნათელში იყავით ჩვენო ვაჟკაცო ბიჭებო“, – წერს თამრიკო გოგიშვილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები