,,დუროვი რუსეთიდან არ უნდა წასულიყო. უნდა მიხვდეს რომ სამშობლოს, ისევე, როგორც დროებას, არ ირჩევენ” – მედვედევი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი, პაველ დუროვის დაკავებას გამოეხმაურა:

,,ოდესღაც, დიდი ხნის წინ, დუროვს ვკითხე, რატომ არ უნდა სამართალდამცველებთან თანამშრომლობა. “ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა”, – მითხრა მან. “მაშინ ყველა ქვეყანაში გექნება სერიოზული პრობლემები”, – ვუპასუხე მე. ჩათვალა რომ ყველაზე დიდი პრობლემები რუსეთში შეექმნებოდა და გაიქცა. უნდოდა “მსოფლიოს მოქალაქე” ყოფილიყო, რომელიც სამშობლოს გარეშე ცხოვრობს. შეცდომა დაუშვა. უნდა მიხვდეს, რომ სამშობლოს, ისევე, როგორც დროებას, არ ირჩევენ.” – აცხადებს მედვედევი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზში, ,,ტელეგრამის” შემქმნელი, მილიარდერი პაველ დუროვი დააკავეს.

მსგავსი თემები