“გამოწვევებისა და ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობა”- კობახიძე

“ჩვენ არ დავემორჩილეთ კოორდინირებულ უმძიმეს ზეწოლას მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, არ დავემორჩილეთ მოთხოვნას სანქციებთან მიერთებისა და მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას ეკონომიკურ კატასტროფას და ომს მოუტანდა, და უდიდესი რისკის ფასად, ქვეყანას მშვიდობა შევუნარჩუნეთ”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი ამბობს, რომ ურთულესი გამოწვევებისა და ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლებამ  შევინარჩუნეთ უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობა.

„ურთულესი გამოწვევებისა და ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობა. საქართველოს ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდამდე გაიზარდა. შესაბამისად, სამჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტიც; „ქართულმა ოცნებამ“ აამოქმედა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რითაც ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უკვე წლებია სარგებლობს; ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი; რამდენჯერმე გაიზარდა გზების, სკოლების, ბაღების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი; სპორტის სფეროში ასევე რამდენჯერმე გაიზარდა დაფინანსება და თქვენ იცით რამხელა წარმატება მოუტანეს ქართველმა სპორტსმენებმა ჩვენს ქვეყანას და მადლობა მათ თითოეული იმ წარმატებისთვის, რომელმაც სიამაყის გრძნობით აგვავსო. ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც აგრარულ სექტორს უდიდესი წარმატება მოუტანა; ქვეყნის მასშტაბით განახევრდა უმუშევრობა; 700 ათასამდე ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს; საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა“- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები