ტაილანდში მეწყერს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ტაილანდში, კურორტ ფუკეტზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი რუსი ტურისტია – ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

რუსების გარდა, დაღუპულებს შორის 9 მიანმარიდან ჩასული მიგრანტი მუშაო იყო, 2 კი ტაილანდელია.

გარდა ამისა, შემთხვევის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა და 209 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

 

მსგავსი თემები