ამბროლაურში მოსახლეობასთან “ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრას ცოტნე ივანიშვილიც ესწრებოდა

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამბროლაურში მოსახლეობასთან “ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრას პარტიის საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი დაესწრო.

ცოტნე ივანიშვილს მიესალმა შეკრებილი საზოგადოებაც.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები