პარამკლავჭიდელი ნათია ჩხეიძე მსოფლიო ჩემპიონია

პარამკლავჭიდში ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ნათია ჩხეიძე ეროვნული ნაკრების წევრია. მან 70 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.

მეტი...

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვლაეს

რუსეთმა და უკრაინამ 115-115 სამხედრო ტყვე გაცვალეს. ტყვეთა გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გაცვლილი რუსი სამხედროები კურსკის რაიონში იყვნენ ტყვედ აყვანილები. მათივე თქმით, ახლა ყველა გათავისუფლებული ჯარისკაცი ბელარუსში იმყოფება. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც დაბრუნებული უკრაინელი სამხედრო ტყვეები არიან ასახული. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დაბრუნებულები მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალებისა და შეიარაღებული ძალების სამხედროები არიან. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მათი შუამავლობით გაცვლილი ტყვეების საერთო რაოდენობა ახლა 1788-ს შეადგენს.  

მეტი...

“აშშ გააგრძელებს ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერას”- კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი  კამალა ჰარისი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი განცხადებით, აშშ გააგრძელებს ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. “უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ჩვენ ვუერთდებით იმ საერთო ღირებულებების აღნიშვნას, რომლებსაც უკრაინელი ხალხი გაბედულად იცავს ყოველ დღე: დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში.” – წერს კამალა ჰარისი.

მეტი...

ლიეტუვა უკრაინისთვის 5 ათასზე მეტი დრონის გადაცემას გეგმავს

ლიეტუვა უკრაინისთვის 5 ათასზე მეტი დრონის გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერი ამბობს, რომ ომში ლიეტუვის პოზიცია გასაგები და მარტივია. „ასევე, ვიმედოვნებთ, რომ შემოდგომის ბოლოსთვის ლიეტუვური წარმოების 5 ათასზე მეტი დრონის გადაცემას შევძლებთ“, – აღნიშნა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

„გუდაური წყალმა წაიღო“- რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალქე, რომელსაც ღვარცოფი სახლში შეუვარდა (video)

დღეს უამინდობა იყო თითქმის მთელს საქართველოში. გარკვეულ ქალქებში სტიქიამ პრობლემები შექმნა. მიყენებულ ზიანს სპეციალური კომისია ითვლის. მოქალაქეები სოციალური ქსელების მეშვეობით აქტიურად აქვეყნებდნენ ვიდეოებს, მათ სახლებში, ქუჩებსა და ქალაქებში არსებულ ვითარებაზე. ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი წერს, რომ წყალმა წაიღო გუდაური. მისივე ინფორმაციით, პარალიზებულია გზა. „არცერთი წუთით არ მძინებია, წყალმა წაიღო გუდაური, სრულად არის პარალიზებული ტრასა და მდინარეები მოდის ეზოებში“- წერს ის და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.  

მეტი...

„მშვიდობით მეგობარო“- გიორგი კობერიძე მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა

„პირველი არხის და „მოამბის“ გუნდისათვის უმძიმესი დღეა. ჩვენი ერთგული მეგობარი და კოლეგა, გიორგი კობერიძე მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა“- წერს პირველი არხი. აცხალგაზრდა ჟურნალისტის გარდაცვალებამ საზოგადოება დაამწუხრა. კობერიძე პირველ არხზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა და არაერთი მოვლენის ამსახველი სიუჟეტი ჰქონდა მომზადებული.  “მედიაცენტრი მთავარი” სამძიმარს უცხადებს ოჯახს, კოლეგებს, ახლობლებსა და მეგობრებს.  

მეტი...

ალენ დელონი დაკრძალეს

ფრანგი მსახიობი ალენ დელონი დღეს საკუთარ აგარაკზე დაკრძალეს. დაკრძალვას ოჯახი და ახლო გარემოცვა ესწრებოდა, რაც მისი ბოლო სურვილი იყო. ლეგენდარული მსახიობი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

მეტი...

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, სადაც სტიქიის გამო გზა გადაკეტილი იყო,მოზრაობა აღდგა

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენი ავრცელებს. „რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო. კერძოდ, სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა“- ნათქვამია განცხადებაში.    

მეტი...

ნიკოლოზ მაისურაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

17 წლამდელთა პირველობაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 80კგ. წონით კატეგორიაში, ქართველი მოჭიდავე ნიკოლოზ მაისურაძე ირანელ რეზა აფშართან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. იორდანიის ქალაქ ამანში  მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, 17-წლამდე სპორტსმენთა შორის მიმდინარეობს

მეტი...

სროლა მარნეულის ბაზრობაზე-დაჭრილია შუახნის მამაკაცი

მარნეულის ბაზრობაზე ორ ადამიანს შორის მომხდარი შელაპარაკება დაჭრით დასრულდა. შემთხვევა დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრეს.  დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია

მეტი...

“მხოლოდ რუსეთია დამნაშავე იმაში, რაც მის ტერიტორიაზე ხდება”- ლიეტუვის პრემიერი

„მხოლოდ რუსეთია დამნაშავე იმაში, რაც მის ტერიტორიაზე ხდება“ – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რუსეთმა დაიწყო ეს ომი. უკრაინა თავს იცავს. ხანდახან მაკვირვებს, რომ ხალხი ფიქრობს რაკი უკრაინა რუსეთის შეჭრის მსხვერპლი გახდა, მაშინ ომი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე შეიძლება გრძელდებოდეს. ეს ასე არ უნდა გამოიყურებოდეს, ვინაიდან უბრალოდ არასამართლიანია. ამიტომ, რა თქმა უნდა, რუსებს აკისრიათ რისკები და პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს მათ ტერიტორიაზე” – განაცხადა შიმონიტემ.    

მეტი...

რობერტა მეცოლა და ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. როგორც რობერტა მეცოლა წერს, ევროპა ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნება.  „ევროპა ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნება, რადგან უკრაინა ევროპაა. თქვენი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. თქვენს გვერდით პირველივე დღიდან ვდგავართ და ამას გავაგრძელებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენს მეგობრებს საამაყო დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. „დამოუკიდებლობის გულში თავისუფლება დევს. ღირებულებები, რომელთათვის მამაცი უკრაინელები ყოველდღე იბრძვიან. მშვიდობაში, დემოკრატიაში ცხოვრების თავისუფლება. დღეს, როდესაც საერთო ევროპული მომავლისკენ ჩვენს გზას განვამტკიცებთ, დამოუკიდებლობის…

მეტი...

გარდაიცვალა “მოამბის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე

გარდაიცვალა საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე. კობერიძე პირველ არხზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა და არაერთი მოვლენის ამსახველი სიუჟეტი ჰქონდა მომზადებული.  “მედიაცენტრი მთავარი” სამძიმარს უცხადებს ოჯახს, კოლეგებს, ახლობლებსა და მეგობრებს.      

მეტი...

უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ირანიც ულოცავს

ირანი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს. „ირანის ისლამური რესპუბლიკა უკრაინის მთავრობასა და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს“- წერს ირანის საგარეო უწყება X-ზე. დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავს აღნიშნავს.

მეტი...

როგორ ულოცავს უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ლუკაშენკო

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ლულაშენკო ამბობს, რომ ბელორუსში უკრაინელებს “პატივისცემითა და სითბოთი” ეპყრობიან. „ბელორუსის მიწაზე უკრაინის გულთბილ და შრომისმოყვარე მოსახლეობას ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემითა და სითბოთი ეპყრობოდნენ ჩვენი ერები ერთად იზიარებდნენ სიხარულსა და მწუხარებას, თავშესაფარს და პურს, ერთად გადალახეს უბედურება. ვამაყობდით მათი წარმატებებით, ჩვენ გვაერთიანებს არა მხოლოდ საერთო ბედი და ოჯახური კავშირები, არამედ მეგობრობისა და მეზობლებთან ურთიერთობის სურვილი” – განაცხადა ლუკაშენკომ.

მეტი...

„მივდიოდით, რომ ხმა მიგვეწვდინა, სამაგიეროდ ბიძინა ივანიშვილმა გამოგვიგზავნა დაგეშილი მონები“- აქციის მონაწილე

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან საჩხრეში ამ წუთებში, პოლიციაა მობილიზებული.  ჭორვილას შესასვლელში მყოფმა მოქალქეებმა, სამართალდამცავებთან ერთად, შუქრუთის მოსახლეობას სოფელში შესვლის და ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისვლის საშუალება არ მისცეს, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ივანიშვილთან ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის სათხოვნელად მიდიოდნენ. „რადგან ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს სახელმწიფოს, მივდიოდით რომ ხმა მიგვეწვდინა. სამაგიეროდ ბიძინა ივანიშვილმა გამოგვიგზავნა დაგეშილი მონები. ეს ხალხი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აქცია ჩავატაროთ“- ამბობს აქციის მონაწილე. თავის მხრივ, იმ მოქალაქეთა ნაწილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ, ამბობენ რომ საჩხერეში აქციას არ დაუშვებენ. „იმ კაცმა იმხელა…

მეტი...

თუშეთის გზაზე მანქანა სიმაღლიდან გადავარდა-მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თუშეთში სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სოფელ დართლოსთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,  “ჯიპის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა. მანქანაში მყოფი სამი მგზავრი მძიმედ დაშავდა. ექიმების ინფორმაციით, სამივე მათგანს სხეულის სხვადასხვა არეში მოტეხილობები აღენიშნება.

მეტი...

გერმანიაში მომხადრ თავდასხმის ფაქტზე 15 წლის მოზარდი დააკავეს

ზოლინგენში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 15 წლის მოზარდი დააკავეს. ამის შესახებ დიუსელდორფის პოლიციის უფროსმა და პროკურორმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს. პროკურორის განცხადებით, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ტერორიზმი არ გამორიცხა. ფესტივალზე დანით შეიარაღებული ადამიანმა თავდასხმის შედეგად, ორი მამაკაცი და ერთი ქალი დაიღუპა, ხოლო რვა ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

“უკრაინა იბრძვის არა სიცოცხლისთვის, არამედ დამოუკიდებლობისთვის”- ანჯეი დუდა

“დარწმუნებული ვარ, ომი მალე თავისუფლების გამარჯვებით დასრულდება” – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე გარკვეულწილად არის მთელი ევროპის დამოუკიდებლობის დღე. „ეჭვი არ მეპარებოდა და არც ახლა მეპარება, რომ გაერთიანებული და მამაცი უკრაინელი ხალხი თავისი ბრძოლისუნარიანობით დაიცავს დამოუკიდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკრაინა ებრძვის რუსეთის აგრესიას, იბრძვის არა სიცოცხლისთვის, არამედ დამოუკიდებლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ომი თავისუფლების ძალების გამარჯვებით დასრულდება და ომის სიბნელიდან, ნანგრევებიდან და გადამწვარი ტერიტორიებიდან დაიწყება ახალი სამყაროს შენება“, – განაცხადა დუდამ. დუდამ კიდევ ერთხელ…

მეტი...

საქართველოს ჩემპიონატი ცხენოსნობაში – ოქროს ტურის გამარჯვებული გეგი მეტონიძე გახდა

ლისი-იპოდრომზე მეხუთედ გაიმართა საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონატი დაბრკოლებათა გადალახვაში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ თბილისის იპოდრომის, ფოთის, ამბასადორისა და მენესის საცხენოსნო კლუბების მხედრები. შეჯიბრება რამდენიმე ეტაპად წარიმართა – პირველ ეტაპზე ახალგაზრდა მხედრები მონაწილეობენ და სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს, დასკვნით ნაწილში საქართველოს ჩემპიონის თასის (ოქროს ტურის) გამარჯვებული გამოვლინდა. ოქროს ტურის შედეგად პირველობა  კლუბ მენესის მხედარმა გეგი მეტონიძემ მოიპოვა, ხოლო მეორე-მესამე ადგილებზე თბილისის იპოდრომის კლუბის წარმომადგენელი შალვა გაჩეჩილაძე გავიდა. შეჯიბრი საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.  

მეტი...

ჭიათურიდან ჩასული აქციის მონაწილეები ჭორვილაში არ შეუშვეს

ხმაური იყო სოფელ ჭორვილასთან, სადაც ერთმანეთს სიტყვიერად ჭიათურიდან ჩასული აქციის მონაწილეები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. ჭორვილაში მცხოვრებლებმა, აქციის მონაწილეები სოფელში არ შეუშვეს. ისინი ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებმა პროტესტი ჭიათურაში გააგრძელონ, სოფელში კი ხმაურს არ დაუშვებენ. „პროტესტი გამოხატეთ ჭიათურაში, აქ რატომ მოდიხართ, რა შუაშია? თან მოხვედით, პლაკატებით და ჟურნალისტებით, პროვოკაცია გსურთ და არაა თქვენი პრობლემის გაჟღერება. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ მოგცემთ უფლებას შეხვიდეთ სოფელში” – მიმართეს ადგილზე მყოფებმა აქციის მონაწილეებს. სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც 165 დღეა აქციას მართავენ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისვლას აპორებდნენ, რათა მისთვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის…

მეტი...

„ყელი გამოუჭრიათ მამაკაცისთვისო“- რას ყვებიან ადგილობრივები ფონიჭალაში მომხდარ დაჭრაზე

როგორც ფონიჭალაში მცხოვრებლები აცხადებენ, ბერი ნიკოლოზის მრევლს შორის დაპირისპირება ხშირად ხდება. ისინი ვარაუდობენ, რომ დაპირისპირების მიზეზი ის თანხაა, რომელსაც მოქალაქეებს ბერი ურიგებს. მათივე თქმით, დღეს მომხდარი დაჭრის ფაქტიც, სწორედ ფულს უკავშირდება. „ყელი გამოუჭრიათო მამკაცისთვის. საერთოდ ასეთი ამბავი ხდება აქ. აქ მაცხოვრებლები არ არიან- ამ კაცთან მრევლი. ხოცავენ ერთმანეთს. სადარბაზოში შეწუხებული არიან. რატო ჩხუბობენ, რას ვერ იყოფენ, ვერ ვხვდები. მრევლი უპირისპირდება ერთმანეთს, რაღაცა თანხას არიგებს ეს მამაო და ამ თანხის გულისთვის აქვთ ჩხუბი, თუ რა ხდება  ვერ ვხვდები“- ამბობს ადგილობრივი. ფონიჭალაში ორი ადამიანი დაჭრეს.

მეტი...

ახალციხეში გოგოს ავტომობილი დაეჯახა

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ე.წ “სქროლით” მოძრავ გოგოს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 24 აგვისტოს მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. თვითმხილვლების თქმით, ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს გამოკვლევები უტარდება.

მეტი...

ფონიჭალაში ორი ადამიანი დაჭრეს

ფონიჭალაში, 13 ნომერში მდებარე კორპუსში, ცოტა ხნის წინ ორ ადამიან, სავარაუდოდ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ბერი ნიკოლოზის მრევლი დაუპირისპირდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.  

მეტი...

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება-რა ხდება „ევოლუშენ ჯორჯიასთან“?!

კომპანია “ევოლუშენ ჯორჯიასთან” ხმაური და დაპირისპირებაა.  შენობის შესასვლელი ბლოკირებულია. კომპანიის გაფიცულ თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ, რასაც ადგილზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. პროტესტის უკიდურესი ფორმით გაფიცულები, უკვე 44-ე დღეა ადმინისტრაციის ყურადღებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მეტი...

მანქანიდან მძღოლის გამოყვანას ცდილობენ-ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშური-ბორჯომის საავტომობილო მაგისტრალზე

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო მაგისტრალზე რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავი ,,ბე-ემ-ვე”-ს მარკის ავტომანქანა საპირისპირო მიმართულებით გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილის მძღოლმა და ორმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები, სპეციალური ხელსაწყოების დახმარებით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადმოყვანას ცდილობენ.    

მეტი...

რუსული ძალების წინააღმდეგ უკრაინული რაკეტა-დრონი გამოიყენეს

პირველად, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების წინააღმდეგ უკრაინული რაკეტა-დრონი გამოიყენეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკი ამბობს, რომ რაკეტა-დრონი „პალიანიცა“, სრულიად „ახალი კლასის“ იარაღია. „ეს აგრესორის წინააღმდეგ შურისძიების ჩვენი ახალი მეთოდია. მტერმა მარცხი განიცადა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი...

ადგილობრივები იმუქრებიან, რომ აქციას ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ

ჭიათურაში, ადგილობრივების ერთი ჯგუფი შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების ბლოკირებას განაგრძობს. ისინი 165 დღეა ადგილობრივი მაღაროების მუშაობის გაჩერებას და კომპანიის მხრიდან კომპენსაციების გაცემას ითხოვენ. ადგილობრივებმა დღეს, აქციას ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ და საჩხერეში მსვლელობით გადაინაცვლებენ. მათი თქმით, ისინი ამ ფორმით ცდილობენ ხელისუფლების ყურადღების მიქცევას. კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, შუქრუთის მოსახლეობის ნაწილს, რომლებიც მაღაროების ბლოკირებას ახდენენ, კომპენსაცია მოღებული აქვთ და ამჯერად, დამატებით თანხებს მოითხოვენ.

მეტი...

უკრაინამ 115 სამხედრო ტყვეობიდან დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 115 უკრაინელი სამხედრო დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „კიდევ 115 ჩვენი დამცველი დღეს სახლში დაბრუნდა. ეროვნული გვარდიის, შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალებისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მეტი...

რუსეთმა ვორონეჟის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთმა ვორონეჟის რეგიონის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი ავრცელებს. გუსევი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რეგიონში უკრაინიდან გამოშვებული ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. როგორც რეგიონის გუბერნატორი აცხადებს, ჩამოვარდნილი დრონის ნამსხვრევების გამო ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის შედეგად შენობები არ დაზიანებულა, თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, ოსტროგოჟსკის რაიონის სამი დასახლებიდან 200 ადამიანია ევაკუირებული.

მეტი...

ტყის ხანძრის შედეგად ბრაზილიაში 30 ქალაქი დაზარალდა

ბრაზილიაში, სან-პაულუს შტატში ტყის ხანძრის შედეგად 30 ქალაქი დაზარალდა. დაღუპულია ორი ადამიანი. მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ქარის გამო, შესაძლოა, ხანძარი სწრაფად გავრცელდეს, ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შტატში 15 გზატკეცილი მთლიანად ან ნაწილობრივ არის ჩაკეტილი. ქალაქ ურუპესში დაიღუპა ერთ-ერთი სამრეწველო ქარხნის ორი თანამშრომელი, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ.

მეტი...

დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა

24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. 1995 წლის 17 სექტემბერს კი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში მოაწერეს ხელი, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოაცხადა.

მეტი...

ზუგდიდში მანქანას ხე დაეცა

დილით მოსულმა უხვმა ნალექმა და ქარბორბალამ ზუგდიდში პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში მრავალწლოვანი ხეები წაიქცა და ორი კერძო ავტომობილი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და სამართალდამცავები, ასევე იმყოფებიან  მერიის შესაბამისი სამსახურები  და  გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ხის წაქცევის შედეგად, ავტომობილი დაზიანდა გამსახურდიას გამზირზეც, შემთხვევის დროს მანქანაში არავინ იმყოფებოდა. ამ დროისთვის ქალაქის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.სპეციალური კომისია ითვლის ზარალს. ძლიერი წვიმა და ქარბორბალა ზუგდიდში (video)

მეტი...

ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციები აკრძალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაცია ამის შესახებ რადას ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კანონის მიზანია უკრაინაში აიკრძალოს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მასთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა, აიკრძალოს „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის პროპაგანდა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რადას მიერ მხარდაჭერილ კანონს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ. რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონპროექტების პაკეტი ზელენსკიმ რადას 15 აგვისტოს წარუდგინა, რაც ნიშნავს უკრაინის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სრულ გაწევრიანებას.

მეტი...

სინაგოგის ავტოსადგომზე ავტომობილი აფეთქდა-დაშავებულია პოლიციელი

საფრანგეთში, ლა გრანდე მოტეში, სინაგოგის ავტოსადგომზე ავტომობილი აფეთქდა. მომხადის შედეგად პოლიციელი დაშავდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეძებენ პირებს, რომლებიც ავტომობილის დაწვის უკან დგანან. „მინდა, დავარწმუნო ჩვენი თანამემამულე ებრაელი მოქალაქეები და ქალაქის მცხოვრებლები, რომ, რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ბრძანებით, ჩამდენ პირთა დასაკავებლად ყველა საშუალებაა მობილიზებული“ – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა.

მეტი...