რუსეთმა ვორონეჟის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთმა ვორონეჟის რეგიონის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი ავრცელებს.

გუსევი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რეგიონში უკრაინიდან გამოშვებული ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

როგორც რეგიონის გუბერნატორი აცხადებს, ჩამოვარდნილი დრონის ნამსხვრევების გამო ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის შედეგად შენობები არ დაზიანებულა, თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, ოსტროგოჟსკის რაიონის სამი დასახლებიდან 200 ადამიანია ევაკუირებული.

მსგავსი თემები