ლიეტუვა უკრაინისთვის 5 ათასზე მეტი დრონის გადაცემას გეგმავს

ლიეტუვა უკრაინისთვის 5 ათასზე მეტი დრონის გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერი ამბობს, რომ ომში ლიეტუვის პოზიცია გასაგები და მარტივია.

„ასევე, ვიმედოვნებთ, რომ შემოდგომის ბოლოსთვის ლიეტუვური წარმოების 5 ათასზე მეტი დრონის გადაცემას შევძლებთ“, – აღნიშნა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები