ნიკოლოზ მაისურაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

17 წლამდელთა პირველობაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 80კგ. წონით კატეგორიაში, ქართველი მოჭიდავე ნიკოლოზ მაისურაძე ირანელ რეზა აფშართან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

იორდანიის ქალაქ ამანში  მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, 17-წლამდე სპორტსმენთა შორის მიმდინარეობს

მსგავსი თემები