რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვლაეს

რუსეთმა და უკრაინამ 115-115 სამხედრო ტყვე გაცვალეს. ტყვეთა გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გაცვლილი რუსი სამხედროები კურსკის რაიონში იყვნენ ტყვედ აყვანილები. მათივე თქმით, ახლა ყველა გათავისუფლებული ჯარისკაცი ბელარუსში იმყოფება.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც დაბრუნებული უკრაინელი სამხედრო ტყვეები არიან ასახული. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დაბრუნებულები მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალებისა და შეიარაღებული ძალების სამხედროები არიან. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მათი შუამავლობით გაცვლილი ტყვეების საერთო რაოდენობა ახლა 1788-ს შეადგენს.

 

მსგავსი თემები