„ყელი გამოუჭრიათ მამაკაცისთვისო“- რას ყვებიან ადგილობრივები ფონიჭალაში მომხდარ დაჭრაზე

როგორც ფონიჭალაში მცხოვრებლები აცხადებენ, ბერი ნიკოლოზის მრევლს შორის დაპირისპირება ხშირად ხდება. ისინი ვარაუდობენ, რომ დაპირისპირების მიზეზი ის თანხაა, რომელსაც მოქალაქეებს ბერი ურიგებს. მათივე თქმით, დღეს მომხდარი დაჭრის ფაქტიც, სწორედ ფულს უკავშირდება.

„ყელი გამოუჭრიათო მამკაცისთვის. საერთოდ ასეთი ამბავი ხდება აქ. აქ მაცხოვრებლები არ არიან- ამ კაცთან მრევლი. ხოცავენ ერთმანეთს. სადარბაზოში შეწუხებული არიან. რატო ჩხუბობენ, რას ვერ იყოფენ, ვერ ვხვდები. მრევლი უპირისპირდება ერთმანეთს, რაღაცა თანხას არიგებს ეს მამაო და ამ თანხის გულისთვის აქვთ ჩხუბი, თუ რა ხდება  ვერ ვხვდები“- ამბობს ადგილობრივი.

ფონიჭალაში ორი ადამიანი დაჭრეს.

მსგავსი თემები