ახალციხეში გოგოს ავტომობილი დაეჯახა

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ე.წ “სქროლით” მოძრავ გოგოს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 24 აგვისტოს მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. თვითმხილვლების თქმით, ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს გამოკვლევები უტარდება.

მსგავსი თემები