„მშვიდობით მეგობარო“- გიორგი კობერიძე მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა

„პირველი არხის და „მოამბის“ გუნდისათვის უმძიმესი დღეა. ჩვენი ერთგული მეგობარი და კოლეგა, გიორგი კობერიძე მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა“- წერს პირველი არხი.

აცხალგაზრდა ჟურნალისტის გარდაცვალებამ საზოგადოება დაამწუხრა. კობერიძე პირველ არხზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა და არაერთი მოვლენის ამსახველი სიუჟეტი ჰქონდა მომზადებული.

 “მედიაცენტრი მთავარი” სამძიმარს უცხადებს ოჯახს, კოლეგებს, ახლობლებსა და მეგობრებს.

 

მსგავსი თემები