„მივდიოდით, რომ ხმა მიგვეწვდინა, სამაგიეროდ ბიძინა ივანიშვილმა გამოგვიგზავნა დაგეშილი მონები“- აქციის მონაწილე

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან საჩხრეში ამ წუთებში, პოლიციაა მობილიზებული.  ჭორვილას შესასვლელში მყოფმა მოქალქეებმა, სამართალდამცავებთან ერთად, შუქრუთის მოსახლეობას სოფელში შესვლის და ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისვლის საშუალება არ მისცეს, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ივანიშვილთან ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის სათხოვნელად მიდიოდნენ.

„რადგან ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს სახელმწიფოს, მივდიოდით რომ ხმა მიგვეწვდინა. სამაგიეროდ ბიძინა ივანიშვილმა გამოგვიგზავნა დაგეშილი მონები. ეს ხალხი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აქცია ჩავატაროთ“- ამბობს აქციის მონაწილე.

თავის მხრივ, იმ მოქალაქეთა ნაწილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ, ამბობენ რომ საჩხერეში აქციას არ დაუშვებენ.

„იმ კაცმა იმხელა სიკეთები აკეთა და იმდენი რამე აკეთა არანაირი უფლება, არა აქვს რომელიმე ჩვენგანს, რომ აქ იმის სალანძღვადა მოვიდეს. აქცია არის პარლამენტთან, ეს არიას სოფლის შეურაცხყოფა“- აცხადებს ერთ-ერთი მათგანი.

ჭიათურიდან ჩასული აქციის მონაწილეები ჭორვილაში არ შეუშვეს

მსგავსი თემები