ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციები აკრძალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაცია ამის შესახებ რადას ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

კანონის მიზანია უკრაინაში აიკრძალოს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მასთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა, აიკრძალოს „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის პროპაგანდა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რადას მიერ მხარდაჭერილ კანონს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ. რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონპროექტების პაკეტი ზელენსკიმ რადას 15 აგვისტოს წარუდგინა, რაც ნიშნავს უკრაინის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სრულ გაწევრიანებას.

მსგავსი თემები