საქართველოს ჩემპიონატი ცხენოსნობაში – ოქროს ტურის გამარჯვებული გეგი მეტონიძე გახდა

ლისი-იპოდრომზე მეხუთედ გაიმართა საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონატი დაბრკოლებათა გადალახვაში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ თბილისის იპოდრომის, ფოთის, ამბასადორისა და მენესის საცხენოსნო კლუბების მხედრები. შეჯიბრება რამდენიმე ეტაპად წარიმართა – პირველ ეტაპზე ახალგაზრდა მხედრები მონაწილეობენ და სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს, დასკვნით ნაწილში საქართველოს ჩემპიონის თასის (ოქროს ტურის) გამარჯვებული გამოვლინდა.

ოქროს ტურის შედეგად პირველობა  კლუბ მენესის მხედარმა გეგი მეტონიძემ მოიპოვა, ხოლო მეორე-მესამე ადგილებზე თბილისის იპოდრომის კლუბის წარმომადგენელი შალვა გაჩეჩილაძე გავიდა.

შეჯიბრი საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

 

მსგავსი თემები