მანქანიდან მძღოლის გამოყვანას ცდილობენ-ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშური-ბორჯომის საავტომობილო მაგისტრალზე

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო მაგისტრალზე რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავი ,,ბე-ემ-ვე”-ს მარკის ავტომანქანა საპირისპირო მიმართულებით გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილის მძღოლმა და ორმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო.

ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები, სპეციალური ხელსაწყოების დახმარებით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადმოყვანას ცდილობენ.

 

 

მსგავსი თემები