“მხოლოდ რუსეთია დამნაშავე იმაში, რაც მის ტერიტორიაზე ხდება”- ლიეტუვის პრემიერი

„მხოლოდ რუსეთია დამნაშავე იმაში, რაც მის ტერიტორიაზე ხდება“ – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთმა დაიწყო ეს ომი. უკრაინა თავს იცავს. ხანდახან მაკვირვებს, რომ ხალხი ფიქრობს რაკი უკრაინა რუსეთის შეჭრის მსხვერპლი გახდა, მაშინ ომი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე შეიძლება გრძელდებოდეს. ეს ასე არ უნდა გამოიყურებოდეს, ვინაიდან უბრალოდ არასამართლიანია. ამიტომ, რა თქმა უნდა, რუსებს აკისრიათ რისკები და პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს მათ ტერიტორიაზე” – განაცხადა შიმონიტემ.

 

 

მსგავსი თემები