“უკრაინა იბრძვის არა სიცოცხლისთვის, არამედ დამოუკიდებლობისთვის”- ანჯეი დუდა

“დარწმუნებული ვარ, ომი მალე თავისუფლების გამარჯვებით დასრულდება” – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე გარკვეულწილად არის მთელი ევროპის დამოუკიდებლობის დღე.

„ეჭვი არ მეპარებოდა და არც ახლა მეპარება, რომ გაერთიანებული და მამაცი უკრაინელი ხალხი თავისი ბრძოლისუნარიანობით დაიცავს დამოუკიდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკრაინა ებრძვის რუსეთის აგრესიას, იბრძვის არა სიცოცხლისთვის, არამედ დამოუკიდებლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ომი თავისუფლების ძალების გამარჯვებით დასრულდება და ომის სიბნელიდან, ნანგრევებიდან და გადამწვარი ტერიტორიებიდან დაიწყება ახალი სამყაროს შენება“, – განაცხადა დუდამ.

დუდამ კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას და აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინის გვერდით გამარჯვებამდე იქნება.

 

მსგავსი თემები