ზუგდიდში მანქანას ხე დაეცა

დილით მოსულმა უხვმა ნალექმა და ქარბორბალამ ზუგდიდში პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში მრავალწლოვანი ხეები წაიქცა და ორი კერძო ავტომობილი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და სამართალდამცავები, ასევე იმყოფებიან  მერიის შესაბამისი სამსახურები  და  გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ხის წაქცევის შედეგად, ავტომობილი დაზიანდა გამსახურდიას გამზირზეც, შემთხვევის დროს მანქანაში არავინ იმყოფებოდა.

ამ დროისთვის ქალაქის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.სპეციალური კომისია ითვლის ზარალს.

ძლიერი წვიმა და ქარბორბალა ზუგდიდში (video)

მსგავსი თემები