აშშ-ის კონგრესი ბაიდენს საიმპიჩმენტო დანაშაულების ჩადენას ედავება

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა მოამზადა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საიმპიჩმენტო დანაშაულები ჩაიდინა. დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა და საბიუჯეტო კომიტეტები. დასკვნაზე „რესპუბლიკური“ პარტიის კანონმდებლები მუშაობდნენ. დოკუმენტის მიხედვით, ბაიდენი საკუთარ თანამდებობას ბოროტად იყენებდა და „საკუთარი ოჯახის გამდიდრების გამო შეერთებულ შტატებს ატყუებდა“. „კომიტეტებმა შეაგროვეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩაიდინა ისეთი მოქმედებები, რომელთაც იმპიჩმენტი მოჰყვება“, – ნათქვამია 292-გვერდიან დოკუმენტში. დასკვნაზე მომუშავე კონგრესმენების თქმით, ბაიდენის ოჯახმა და მათმა საქმიანმა პარტნიორებმა უცხოური კომპანიებისგან ათეულობით მილიონი დოლარი მიიღეს. ბაიდენის ოჯახი უცხოელებს არწმუნებდა, რომ ისინი ბაიდენთან…

მეტი...

VIDEO: კადრები თურქეთიდან, სადაც წლის პირველი ლურჯი სუპერმთვარე გამოჩნდა

ბოსფორის სრუტის თავზე, წლის პირველი ლურჯი სუპერმთვარე ამოდის. მისი ნახვა სტამბოლისა და ბოსფორის ხიდის თავზე იქნება შესაძლებელი. ლურჯი სუპერმთვარე იშვიათი მოვლენაა და ვარსკვლავების მოყვარულებს მისი ხილვა დღეს საღამოს და ხვალ დილით შეეძლებათ. ამ დროს მთვარე ბევრად უფრო დიდი ზომის ჩანს. ამის მიზეზი ის არის, რომ მთვარე დედამიწის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს, რომელიც მთლიანად წრიული არ არის. მის ორბიტაზე არის ერთი წერტილი, რომელიც ყველაზე ახლოს არის დედამიწასთან და ასევე, ერთი წერტილი, რომელიც ყველაზე შორს არის მისგან. როგორც წესი, მთვარე დედამიწიდან დაახლოებით 384,000 კმ-ით არის დაშორებული, მაგრამ ორშაბათს საღამოს ის დედამიწიდან მხოლოდ 23,000…

მეტი...

რუსეთი და აზერბაიჯანი ნავთობპროდუქტების გადასაზიდად ერთობლივი ტანკერების გამოშვებას იწყებენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორი ქვეყანა ნავთობპროდუქტების გადასაზიდად ერთობლივი ტანკერების გამოშვებას იწყებენ. „რუსეთის გაერთიანებულ გემთმშენებელი კორპორაცია ბაქოს გემთმშენებელ ქარხანასთან ერთად ნავთობპროდუქტების გადასაზიდად თანამედროვე მდინარე-ზღვის ტიპის ტანკერების გამოშვებას იწყებს. მათი გამოყენება აზოვისა და შავ ზღვაში, და აგრეთვე კასპიის მარშრუტზე შესაძლებლობას მოგვცემს საგრძნობლად გავზარდოთ ენერგორესურსების მიწოდება მსოფლიო ბაზრებზე“, – თქვა პუტინმა. მან აგრეთვე რუსეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ გეგმებზეც ისაუბრა. ერთ-ერთი მათგანი „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის რეალიზებას უკავშირდება, რაც ორივე ქვეყანას ინდოეთის ოკეანის ნაპირებამდე გაიყვანს. შეგახსენებთ, რომ პუტინი ბაქოში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით 18…

მეტი...

რუსეთის ბაშკირეთის რეგიონში ნავთობქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

რუსეთის ბაშკირეთის რეგიონში ნავთობქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ბაშკირეთის მთავრობის ცნობით, ქარხანაში საწვავის მილსადენზე მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება უკვე მოახერხეს. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. ცნობისთვის, ნავთობქიმიურ ქარხანაში საწვავის დანამატებსა და რეზინს აწარმოებენ.

მეტი...

სიცილიაში იახტის ჩაძირვას მსხვერპლი მოჰყვა

იტალიაში, სიცილიის სანაპიროსთან უამინდობის გამო იახტა Bayesian-ი ჩაიძირა, რასაც სულ მცირე 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. BBC-ს ცნობით, იახტა ბრიტანეთის დროშის ქვეშ ცურავდა. ინციდენტის დროს ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველები ამ დრომდე კიდევ 6 დაკარგულს ეძებენ, მანამდე კი 15 ადამიანი, მათ შორის 1 წლის ბავშვი გადაარჩინეს. დაღუპული კაცის ცხედრის აღმოჩენამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკარგულთა შორის არიან დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და კანადის მოქალაქეები.

მეტი...

იუსტიციის სახლის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება

იუსტიციის სახლის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მოძრაობის შეზღუდვა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 აგვისტოს 00:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს. გზა ორივე მიმართულებით გადაიკეტება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთქმედებებზე” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია რუსეთისა და აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობებზე. „ვიწრო ფორმატში შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. გასული წლის სექტემბრის შემდეგ, რეგიონში სრულიად ახალი ვითარება შეიქმნა. აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – აღნიშნა ალიევმა რუს კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ. „ბუნებრივია, ახალი ვითარება უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიაში ძლიერი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის. სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთქმედებებზე“, – დასძინა აზერბაიჯანის ლიდერმა. შეგახსენებთ, რომ პუტინი ბაქოში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით…

მეტი...

ამერიკელმა კაცმა ნახევარი წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჯეკპოტი მოიგო

აშშ-ში, მიჩიგანში, 41 წლის კაცი 6 თვის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდა მეილებსა და ზარებს, რომლითაც ჯეკპოტის მოგებას აცნობებდნენ. გამარჯვებულის თქმით, ჯეკპოტის მოგების შესახებ ელექტრონული შეტყობინება ჯერ კიდევ 14 თებერვალს მიიღო, თუმცა მიიჩნია, რომ საქმე თაღლითებთან ჰქონდა და შეტყობინება წაშალა. ასევე, უპასუხოდ დატოვა მორიგი წერილები და ზარები ლატარიის კომპანიისგან. როგორც თავად ამბობს, საბოლოოდ, შეწუხებულმა, გადაწყვიტა, ინფორმაცია გადაემოწმებინა. აღმოჩნდა, რომ მან მართლაც მოიგო ჯეკპოტი – $257,631. მოგებული თანხით ის ახალი სახლისა და ავტომობილის შეძენას გეგმავს.

მეტი...

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ გამოიყენონ დანიის მიერ მოწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე

,,უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ გამოიყენონ დანიის მიერ მოწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე”, – განაცხად დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლეკე რასმუსენმა. „საკუთარი თავის დაცვა შეიძლება მოიცავდეს აგრესორის ტერიტორიაზე შეჭრას. თუ ამის ფარგლებში თავს ესხმით თავდამსხმელის ინფრასტრუქტურას ან სამხედრო ობიექტებს, მაშინ ეს ომის წესების ფარგლებშია“, – აღნიშნა დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. რასმუსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შეცვლილა, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე დანიური იარაღის გამოყენება წესების ფარგლებშია.

მეტი...

ძლიერი წვიმის შედეგად, პოლონეთში რამდენიმე ქალაქი დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, პოლონეთში რამდენიმე ქალაქი დაიტბორა. ცნობილი ხდება, რომ სტიქიის შედეგად, ძირითადად, პოლონეთის ცენტრალური და დასავლეთ რეგიონები დაზარალდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ ქალაქებში საცხოვრებელი სახლები და ქუჩებია დატბორილი. ქალაქ ვტურეკში საბავშვო ბაღიდან ბავშვებისა და პერსონალის ევაკუაციაც კი გახდა საჭირო. ასევე, ქალაქ იაროცინში დაიტბორა მერიის შენობის ნაწილი, წყალდიდობის გამო გადაკეტილია რამდენიმე გზა. მოსახლეობას მოუწოდეს, ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

მეტი...

გერმანიის პრეზიდენტმა უნგრეთის ხელისუფლებას მოუწოდა, შეინარჩუნოს ევროკავშირის ერთიანობა

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, რომელიც უნგრეთის ქალაქ შოპრონს ეწვია, უნგრეთის ხელისუფლებას მოუწოდა, შეინარჩუნოს ევროკავშირის ერთიანობა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას უკრაინის მხარდასაჭერად მაშინ, როდესაც ის თავს იცავს რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრისგან. გერმანიის პრეზიდენტის თქმით, უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის მნიშვნელოვანი როლი არის „ევროკავშირის შიგნით ერთიანობის გაძლიერება და ჩვენი საერთო სამომავლო თემების ერთობლივი გადაწყვეტის ხელშეწყობა“.

მეტი...

გერმანიამ უკრაინას მოკლე სიშორეზე მოქმედი IRIS-T სისტემა გადასცა

გერმანიამ უკრაინას IRIS-T ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემა გადასცა. როგორც ირკვევა, აღნიშნული სისტემა მოკლე სიშორეზე მოქმედია. ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს. გადაცემულ ახალ პაკეტში წყლის დრონები, ფეთქებადი ობიექტების გასანეიტრალებელი საშუალებები და პირველადი დახმარების ნაკრებიცაა. IRIS-T SLS ტიპის მოკლე სიშორეზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო სისტემა; 14 ათასი 155 მმ საბრძოლო საბრძოლო მასალა; 10 წყლის ზედაპირის დრონი; 26 სადაზვერვო VECTOR ტიპის დრონი სათადარიგო ნაწილებით; ფეთქებადი ობიექტების გასანეიტრალებლად საშუალებები; 6 მაღალმოძრავი საინჟინრო ესკავატორი; ჯავშანტექნიკა Bergepanzer 2 სათადარიგო ნაწილებით; 55 ათასი პირველადი დახმარების ნაკრები; 700 ცალი MK 556 თოფი; 10 მაღალი სიზუსტის HLR 338 თოფი საბრძოლო მასალებით;…

მეტი...

ისრაელი მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის წინადადებას მხარს უჭერს

,,ისრაელი მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის წინადადებას მხარს უჭერს”, – განცხადებას ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სამსაათიანი შეხვედრა ,,პოზიტიური იყო”. „პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის ერთგულება მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის ამჟამინდელი წინადადების მიმართ, რომელიც ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს ითვალისწინებს, რასაც ის კატეგორიულად მოითხოვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

კიბორჩხალები და კრევეტები ბრინჯის ველის სადემონსტრაციო ზონაში – „ჭკვიანი სოფლის მეურნეობა“ ჩინეთში

სოფლის მეურნეობის სადემონსტრაციო ზონა ჩრდილოეთ ჩინეთის ჰებეის პროვინციაში მდებარეობს. აქ, ბრინჯის მინდვრებში, ბრინჯთან ერთად   კრევეტები და კიბორჩხალებიც იზრდება, რომლებიც  ბრინჯის ნერგებს შორის იმალებიან. ბრინჯის ველებს კი დუან იანიანი, ტექნიკის ინჟინერი  დიდი ეკრანის მეშვეობით საკონტროლო ოთახიდან აკვირდება. ბრინჯის ველები, რომლებიც შექმნილია მარილიან-ტუტე მიწის ეფექტურად გამოსაყენებლად, ხელს უწყობს კიბორჩხალების და კრევეტების მოშენებას. სწორედ ეს არის „ჭკვიან სოფლის მეურნეობის” სადემონსტრაციო ზონა. „ჭკვიანი სოფლის მეურნეობის მართვის პლატფორმა“ აჩვენებს რეალურ დროში მონაცემებს ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა წყლის დონე, წყლის ხარისხი, ამინდი, მავნებლების კონტროლი, ნერგების პირობები და ნიადაგი. ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ბრინჯის წარმატებით მოსაყვანად კიბორჩხალებისა და კრევეტებისთვის…

მეტი...

პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების, ასევე სხვისი ნივთების დაზიანების და განადგურების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ პირს მარნეულის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ, რა დროსაც დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხების გადახდა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი სხვადასხვა სახის ქონება დაუზიანეს და გაუნადგურეს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”, – წერს პროკურატურა

მეტი...

გერმანიის პოლიტიკოსები მოუწოდებენ მთავრობას, არ შეამციროს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, მიხაელ როთმა მოუწოდა გერმანიის ხელისუფლებას, არ შეამციროს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. „ეს იქნებოდა ფატალური სიგნალი გერმანიის მთავრობის მხრიდან უკრაინის მიმართ, თუ მომავალ ფედერალურ ბიუჯეტში არ იქნება გათვალისწინებული თანხა ახალი სამხედრო დახმარებისთვის“, – განაცხადა როთმა Funke Mediengruppe-სთვის მიცემულ ინტერვიუში. როთმა აღნიშნა, რომ უკრაინის არმია „პირველად რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ გადავიდა შეტევაზე და ახლა ქვეყანას სჭირდება სრული მხარდაჭერა თავისი უმნიშვნელოვანესი სამხედრო მოკავშირისგან ევროპაში – გერმანიისგან“. მან ასევე არასაკმარისად მიიჩნია 50 მილიარდი დოლარი, რომელსაც კიევს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები დაჰპირდნენ. უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შეწყვეტა გააკრიტიკეს სხვა…

მეტი...

ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებს იარაღისა და ჭურვების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორ ქვეყნებს იარაღისა და ჭურვების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდებს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, საჭიროა უკრაინისთვის უკვე გამოყოფილი დახმარების მიწოდება დაჩქარდეს, რადგანაც ომს შვებულება არ აქვს. უკრაინის პრეზიდენტმა ტორეცკში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საოკუპაციო ძალები ქალაქს ინტენსიურად უტევენ, თუმცა უკრაინელი ჯარისკაცები ყველაფერს აკეთებენ პოზიციების შესანარჩუნებლად. „საჭიროა მოწოდების დაჩქარება ჩვენი პარტნიორებისგან. ძალიან გთხოვთ, ომს არ აქვს შვებულება. საჭირო გადაწყვეტილებები, დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს. დღეს გვაქვს კარგი შედეგები ტორეცკის მახლობლად რუსული ტექნიკის განადგურებით, თუმცა მხოლოდ ერთ დღეში მტერმა ტორეცკისა და პოკროვსკის მახლობლად ათობით თავდასხმა…

მეტი...

უკრაინამ სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტზე მიიწვია

უკრაინამ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხაილო ხარიშინიმ განაცხადა. მისი თქმით, ზურაბიშვილს მოწვევა საელჩოს საშუალებით გადაეცა. ,,უკვე გავიხსენე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო შვეიცარიაში მშვიდობის პირველ გლობალურ სამიტში; საქართველო მონაწილეობას იღებს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მუშაობაში. წელს, სხვათა შორის, ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტი გაიმართება 11 სექტემბერს კიევში. უკრაინამ საელჩოს საშუალებით გადასცა მოწვევა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიიღოს მასში მონაწილეობა”, – თქვა ხარიშინმა ipn.ge-სთან ინტერვიუში.

მეტი...

,,ფერისცვალება არის დედამიწაზე ცათა სასუფევლის დიდების და ბრწყინვალების გამოვლინება” – მეუფე შიო

,,ფერისცვალება არის დედამიწაზე ცათა სასუფევლის დიდების და ბრწყინვალების გამოვლინება. ყოველთვის ვევედროთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადოს ამ მარადის მყოფი თაბორის შუქის თანაზიარებისა. შევიდეთ მის ნათელში და გავიხაროთ. ჩვენი და ჩვენთან ერთად მთელი სამყაროს განდიდებით, იმ დიდებით, რომელიც გამობრწყინდა თაბორის მთაზე ფერისცვალების ჟამს”, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ფერისცვალების დღესასწაულზე ქადაგებისას. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. ფერისცვალება არის დედამიწაზე ცათა სასუფევლის დიდების და ბრწყინვალების გამოვლინება, იმ საღვთო…

მეტი...

,,თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება” – პრემიერი

,,ვინმეს თუ რამე აქვს გადასახედი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადახედოს გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, რაც იყო უკიდურესად არამეგობრული გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან ელჩი გაიწვია 2022 წლის პირველ მარტს, ანუ ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს. „ელჩის გაწვევის მიზეზად დასახელებული იქნა ორი საბაბი, ერთი იყო რუსეთისთვის სანქციების არდაწესება. თქვენ იცით, რომ დღეს უკვე ოპოზიცია აცხადებს ღიად, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ იქნებოდა სწორი. ისინი ახლა, ორი წლის თავზე ჩვენს გზავნილებს იმეორებენ. მეორე საბაბი იყო ის, რომ ჩვენ არ…

მეტი...

„ნაცმოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის” – პრემიერი

,,ნაცმოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის და ეს არის მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბახმაროში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „ნაცმოძრაობა“ 2008 წლის აგვისტოს დანაშაულისთვის ვითარებას ნაბიჯ-ნაბიჯ, 2005 წლიდან ამწიფებდა. „რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას, ეს არის მთლიანად უმრავლესობის, მმართველი ძალის საერთო პოზიცია. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის და ეს არის მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს. თუმცა, არის სხვა მრავალი დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნა იმ ცხრა წლის განმავლობაში. რაც შეეხება 2008 წლის ომის…

მეტი...

ნეთანიაჰუმ ბლინკენთან შეხვედრას პოზიტიური უწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრას პოზიტიური წონა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. „პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შორის შეხვედრა დასრულდა. ეს იყო პოზიტიური შეხვედრა, რომელიც კარგი სულისკვეთებით წარიმართა“, – დაწერა ნეთანიაჰუმ. როგორც ისრაელის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრის დროს, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა, მან ერთგულება გამოხატა ამერიკული მხარის მიერ შემოთავაზებული „ჰამასთან“ სამშვიდობო ხელშეკრულებისა და ტყვეების გათავისუფლების გეგმის მიმართ. ბლინკენი ორშაბათს ისრაელში ჩავიდა. ის უკვე შეხვდა ისრაელის პრეზიდენტს იცხაკ ჰერცოგს. ისრაელიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეგვიპტეში გაემგზავრება.

მეტი...

,,სარფის“, ,,ლაგოდეხის“, ,,ყაზბეგისა“ და ,,სადახლოს“ საბაჟოებზე 32 250 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, ,,ლაგოდეხი“, ,,ყაზბეგი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 32 250 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31…

მეტი...

,,კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციამ შეიძლება, შეცვალოს ომის მიმდინარეობა” – სენატორი მარკ კელი

,,კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციამ შეიძლება, შეცვალოს ომის მიმდინარეობა”, – ამის შესახებ ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა, მარკ კელიმ „სიებისთან“ ინტერვიუში განაცხადა. მარკ კელიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მოულოდნელი შეტევა კურსკის რეგიონში ვლადიმერ პუტინისთვის შოკისმომგვრელი იყო. „130 ათასი რუსი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები და ამ ეტაპზე, ვფიქრობ, უკრაინელებმა გააკეთეს რაღაც არაპროგნოზირებადი, რამაც შეიძლება, რეალურად შეცვალოს ამ კონფლიქტის მიმდინარეობა. უკრაინელებს ვლადიმერ პუტინი უკანონოდ დაესხა თავს. მიზანმიმართულად კლავს ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს. აი ეს იყო უკანონო შეჭრა. არ მგონია, რომ უკრაინელებს რუსეთის ტერიტორიის დიდი ხნის განმავლობაში დაკავება სურთ, მაგრამ ეს ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო პუტინისთვის“, – განაცხადა მარკ…

მეტი...

ესპანეთში ტყე იწვის – ხანძარია პორტუგალიის საზღვართან

ესპანეთში ტყე იწვის. ხანძარია პორტუგალიის საზღვართან. საჭირო გახდა ათასამდე ადამიანის ევაკუაცია. ცეცხლი უკიდია დაახლოებით 200 ჰექტარს, რამდენიმე საათით ჩაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალიც. ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც. ხანძარია პორტუგალიის მხარესაც. ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა მადეირაზე, სადაც დაახლოებით 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს. საჭირო გახდა მათი ნაწილის ევაკუაცია.

მეტი...

,,ტყვეების სახლში დაბრუნების და უსაფრთხოების დამყარებისთვის ეს არის უკანასკნელი შესაძლებლობა” – ბლინკენი

,,აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისა და ტყვეები გათავისუფლების უკანასკნელ შანსზე ალაპარაკდა”, – იუწყება ებრაული მედია. „ტყვეების სახლში დაბრუნების, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისა და მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებისთვის ეს არის უკანასკნელი შესაძლებლობა“, – ციტირებს The Jerusalem Post-ი ბლინკენს. ცნობისთვის, ბლინკენი ორშაბათს ისრაელში ჩავიდა. ის უკვე შეხვდა ისრაელის პრეზიდენტს იცხაკ ჰერცოგს. მას აგრეთვე მოლაპარაკებები ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან აქვს დაგეგმილი. ისრაელიდან კი ბლინკენი ეგვიპტეში გაემგზავრება.

მეტი...

თურქეთში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აღმოსავლეთ თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კარლიოვის რაიონში, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების განმარტებით, მიწისძვრის ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

მეტი...

აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა დაიწყეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. წვრთნების მიზანი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მათი ერთობლივი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაა. სწავლება სახელწოდებით „ულჩის თავისუფლების ფარი“ 11 დღის განმავლობაში, 30 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობა მიიღებს 19 ათასამდე სამხრეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურე. შეერთებულ შტატებს კი საკუთარი კონტინგენტის რაოდენობა არ დაუსახელებია.

მეტი...

,,იძულებული ვიქნებით გზა გადავკეტოთ” – ,,ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცული თანამშრომლები

ონლაინ კაზინო ,,ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების ნაწილი 39-ე დღეა გაფიცულია. დასაქმებულების მოთხოვნა ხელფასების გაზრდა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, ბულინგსა და დისკრედიტაციაში მხილებული პირების სამსახურიდან გათავისუფლებაა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობისგან რეაგირებას ითხოვენ და ამისთვის ხელისუფლებას დროს 20:00-მდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გადაკეტვას გეგმავენ. ,,დღეს არის გაფიცვის 39-ე დღე და ამ დროის განმავლობაში ხელისუფლებას არ გაუკეთებია არანაირი განცხადება, არც პრეზიდენტს და არც სახალხო დამცველი მოსულა. მომავალში განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას და კომპანიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას 20:00 საათამდე გააკეთოს განცხადება. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექმნება იძულება, გადავკეტოთ ჩვენს წინ არსებული გზა, იმისთვის რომ მოხდეს მოშიმშილეთა სიცოცხლის…

მეტი...

„ჰამასმა“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე უარი თქვა

„ჰამასმა“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე შეთავაზებულ წინადადებებზე უარი თქვა. მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ ისრაელის ახალი მოთხოვნები მათთვის მიუღებელია. მათი თქმით, ეს მოთხოვნები მიზნად ისახავს მოლაპარაკების შეფერხებასა და ომის გახანგრძლივებას. ცნობილია, რომ „ჰამასი“ უკმაყოფილოა ისრაელის სურვილით, შეინარჩუნოს სამხედრო ყოფნა ღაზის სექტორის რამდენიმე პუნქტში, მათ შორის ფილადელფიის დერეფანში, რომელიც ეგვიპტის საზღვარზე გადის.

მეტი...

თხილის ექსპორტიორებისთვის დამატებითი მოთხოვნები ამოქმედდა

ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) მიერ 2023 წელს განხორციელებული აუდიტის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა (იხილეთ დადგენილება №253 – https://nfa.gov.ge/Ge/Legislation) . „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №185 დადგენილებას დაემატა „მოთხოვნები აფლატოქსინის პრევენციისა და შემცირებისადმი“ (დანართი №2). ბიზნესოპერატორი ვალდებულია, თხილში აფლატოქსინის პრევენცია და შემცირება ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად უზრუნველყოს. დამატებითი მოთხოვნები შეეხება პირველად წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს, საწარმოში თხილის გადამუშავების პროცესს, სატრანსპორტო კონტეინერებსა და გადამუშავებული პროდუქტის დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებას, ასევე პროდუქციის დასაწყობებას. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით აღებული…

მეტი...

ბაქოში ალიევისა და პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის „ზაგულბას“ რეზიდენციაში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა იმართება. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. პუტინმა აზერბაჯანელ კოლეგას ბაქოში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ვიზიტზე დიდი ხანია შეთანხმდნენ. როგორც პუტინმა თქვა, ,,რუსეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში იმ დოზით, როგორც ამას ორივე მხარე მოითხოვს”. მისივე თქმით, აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მოლაპარაკების შედეგებს განიხილავს. ,,მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობით. მოკავშირეთა თანამშრომლობის შესახებ დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოვაწერეთ 2022 წლის თებერვალში, წარმატებით ხორციელდება და როგორც…

მეტი...

VIDEO: რა ვითარებაა სტიქიის ეპიცენტრში – ავსტრიაში წყალდიდობის შედეგებს ითვლიან

ავსტრიაში წყალდიდობის შედეგებს ითვლიან. ძლიერი წვიმის გამო ალპურ რეგიონებში მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. დაშავდა ერთი ადამიანი. დატბორილია ვენის ქუჩებიც. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.  

მეტი...

თუ პუტინი მოლაპარაკებებს არ დათანხმდება, უკრაინა კურსკში დარჩება – უცხოური მედია

თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათმობებზე არ წავა და უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, კიევს სხვა გზა არ დარჩება, გარდა იმისა, რომ კურსკის ოლქში გამაგრდეს და იქიდან არ გავიდეს. The Times-ის მტკიცებით, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მუდმივად დარჩენის სურვილი არ აქვს, მაგრამ იმედი აქვს, რომ კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი ათასი ჯარისკაცის დამატებით მოსკოვი უკრაინის აღმოსავლეთიდან ყურადღებას კურსკის ოლქზე გადაიტანს და იძულებული გახდება მოლაპარაკებები დაიწყოს. „თუ პუტინი დათმობებზე არ წავა და საკუთარი პირობების გარეშე მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, კიევს სხვა არაფერი დარჩება, თუ არა დარჩეს კურსკის ოლქში და წინსვლა გააგრძელოს, რათა მოსკოვზე წნეხი…

მეტი...

საქართველოში 219 700 ადამიანია უმუშევარი – საქსტატი

საქართველოში 219 700 ადმიანია უმუშევარი. ამის შესახებ მონაცემები მოცემულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სამუშაო ძალის მაჩვენებლებში. ამ მაჩვენებლების თანახმად 2024 წლის პირველ კვარტალში 228 600 უმუშევარი იყო. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 3.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში – 2.6 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 10.9 პროცენტს და 15.9 პროცენტს შეადგენს. საქსტატი მონაცემების თანახმად 2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა.

მეტი...

„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები თორნიკე ერისთავის ქუჩის გადაკეტვით იმუქრებიან

თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. გაფიცულმა თანამშრომლებმა ხელისუფლებას პროცესში ჩარევისა და პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდეს. ისინი ამბიბენ, რომ თუ ხელისუფლება 20:00 საათამდე განცხადებას არ გაავრცელებს, ისინი იძულებულები იქნებიან თორნიკე ერისთავის ქუჩა გადაკეტონ. „დღეს გაფიცვის 39-ე დღეა და ამ დროის განმავლობაში არც ხელისუფლებას და არც პრეზიდენტს არ გაუკეთებია განცხადება და არც სახალხო დამცველი მოსულა ადგილზე. მომავალში განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და ამ კომპანიას ვანიჭებთ. მე-7 დღეა ადამიანები შიმშილობენ და არ დავუშვებთ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას. ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ 20:00-მდე გააკეთოს განცხადება. ასევე მოვუწოდებთ საზოგადოებას, ამ ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, მოვიდნენ…

მეტი...