,,იძულებული ვიქნებით გზა გადავკეტოთ” – ,,ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცული თანამშრომლები

ონლაინ კაზინო ,,ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების ნაწილი 39-ე დღეა გაფიცულია. დასაქმებულების მოთხოვნა ხელფასების გაზრდა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, ბულინგსა და დისკრედიტაციაში მხილებული პირების სამსახურიდან გათავისუფლებაა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობისგან რეაგირებას ითხოვენ და ამისთვის ხელისუფლებას დროს 20:00-მდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გადაკეტვას გეგმავენ.

,,დღეს არის გაფიცვის 39-ე დღე და ამ დროის განმავლობაში ხელისუფლებას არ გაუკეთებია არანაირი განცხადება, არც პრეზიდენტს და არც სახალხო დამცველი მოსულა. მომავალში განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას და კომპანიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას 20:00 საათამდე გააკეთოს განცხადება. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექმნება იძულება, გადავკეტოთ ჩვენს წინ არსებული გზა, იმისთვის რომ მოხდეს მოშიმშილეთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა,” – აცხადებს გაფიცულთა წარმომადგენელი.

მსგავსი თემები