უკრაინამ სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტზე მიიწვია

უკრაინამ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხაილო ხარიშინიმ განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბიშვილს მოწვევა საელჩოს საშუალებით გადაეცა.

,,უკვე გავიხსენე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო შვეიცარიაში მშვიდობის პირველ გლობალურ სამიტში; საქართველო მონაწილეობას იღებს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მუშაობაში. წელს, სხვათა შორის, ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტი გაიმართება 11 სექტემბერს კიევში. უკრაინამ საელჩოს საშუალებით გადასცა მოწვევა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიიღოს მასში მონაწილეობა”, – თქვა ხარიშინმა ipn.ge-სთან ინტერვიუში.

მსგავსი თემები