ისრაელი მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის წინადადებას მხარს უჭერს

,,ისრაელი მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის წინადადებას მხარს უჭერს”, – განცხადებას ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სამსაათიანი შეხვედრა ,,პოზიტიური იყო”.

„პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის ერთგულება მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის ამჟამინდელი წინადადების მიმართ, რომელიც ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს ითვალისწინებს, რასაც ის კატეგორიულად მოითხოვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები