,,ტყვეების სახლში დაბრუნების და უსაფრთხოების დამყარებისთვის ეს არის უკანასკნელი შესაძლებლობა” – ბლინკენი

,,აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისა და ტყვეები გათავისუფლების უკანასკნელ შანსზე ალაპარაკდა”, – იუწყება ებრაული მედია.

„ტყვეების სახლში დაბრუნების, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისა და მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებისთვის ეს არის უკანასკნელი შესაძლებლობა“, – ციტირებს The Jerusalem Post-ი ბლინკენს.

ცნობისთვის, ბლინკენი ორშაბათს ისრაელში ჩავიდა. ის უკვე შეხვდა ისრაელის პრეზიდენტს იცხაკ ჰერცოგს. მას აგრეთვე მოლაპარაკებები ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან აქვს დაგეგმილი. ისრაელიდან კი ბლინკენი ეგვიპტეში გაემგზავრება.

მსგავსი თემები