„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები თორნიკე ერისთავის ქუჩის გადაკეტვით იმუქრებიან

თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. გაფიცულმა თანამშრომლებმა ხელისუფლებას პროცესში ჩარევისა და პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდეს. ისინი ამბიბენ, რომ თუ ხელისუფლება 20:00 საათამდე განცხადებას არ გაავრცელებს, ისინი იძულებულები იქნებიან თორნიკე ერისთავის ქუჩა გადაკეტონ.

„დღეს გაფიცვის 39-ე დღეა და ამ დროის განმავლობაში არც ხელისუფლებას და არც პრეზიდენტს არ გაუკეთებია განცხადება და არც სახალხო დამცველი მოსულა ადგილზე. მომავალში განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და ამ კომპანიას ვანიჭებთ. მე-7 დღეა ადამიანები შიმშილობენ და არ დავუშვებთ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას. ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ 20:00-მდე გააკეთოს განცხადება. ასევე მოვუწოდებთ საზოგადოებას, ამ ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, მოვიდნენ და სოლიდარობა გამოუცხადონ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ამ კომპანიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულები ვართ, რომ ჩვენს წინ არსებული გზა გადავკეტოთ“-ამბობენ ისინი.

გაფიცული თანამშრომლები, კომპანიის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელთან არიან მობილიზებულები და სხვა თანამშრომლებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

მსგავსი თემები