ბაქოში ალიევისა და პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის „ზაგულბას“ რეზიდენციაში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა იმართება. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

პუტინმა აზერბაჯანელ კოლეგას ბაქოში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ვიზიტზე დიდი ხანია შეთანხმდნენ. როგორც პუტინმა თქვა, ,,რუსეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში იმ დოზით, როგორც ამას ორივე მხარე მოითხოვს”.

მისივე თქმით, აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მოლაპარაკების შედეგებს განიხილავს.

,,მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობით. მოკავშირეთა თანამშრომლობის შესახებ დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოვაწერეთ 2022 წლის თებერვალში, წარმატებით ხორციელდება და როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში ვხედავთ ძალიან პოზიტიურ დინამიკას და კარგ ციფრებს. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჰუმანიტარულ თანამშრომლობას, მაგრამ ასევე ბევრ სხვა სფეროში”, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

,,რუსეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ბაქოსა და ერევანს შორის მოგვარების საქმეში ისე, როგორც ამას ორივე მხარე მოითხოვს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ მე დავუკავშირდები პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და მოვუყევი ჩვენი მოლაპარაკების შედეგებს. მოხარული ვიქნები თუ შემიძლია გავაკეთო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და მშვიდობისთვის“, – თქვა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ პუტინი ბაქოში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით გუშინ ჩავიდა.

მსგავსი თემები