ძლიერი წვიმის შედეგად, პოლონეთში რამდენიმე ქალაქი დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, პოლონეთში რამდენიმე ქალაქი დაიტბორა. ცნობილი ხდება, რომ სტიქიის შედეგად, ძირითადად, პოლონეთის ცენტრალური და დასავლეთ რეგიონები დაზარალდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ქალაქებში საცხოვრებელი სახლები და ქუჩებია დატბორილი. ქალაქ ვტურეკში საბავშვო ბაღიდან ბავშვებისა და პერსონალის ევაკუაციაც კი გახდა საჭირო. ასევე, ქალაქ იაროცინში დაიტბორა მერიის შენობის ნაწილი, წყალდიდობის გამო გადაკეტილია რამდენიმე გზა. მოსახლეობას მოუწოდეს, ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

მსგავსი თემები