სიცილიაში იახტის ჩაძირვას მსხვერპლი მოჰყვა

იტალიაში, სიცილიის სანაპიროსთან უამინდობის გამო იახტა Bayesian-ი ჩაიძირა, რასაც სულ მცირე 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

BBC-ს ცნობით, იახტა ბრიტანეთის დროშის ქვეშ ცურავდა. ინციდენტის დროს ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველები ამ დრომდე კიდევ 6 დაკარგულს ეძებენ, მანამდე კი 15 ადამიანი, მათ შორის 1 წლის ბავშვი გადაარჩინეს.

დაღუპული კაცის ცხედრის აღმოჩენამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკარგულთა შორის არიან დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და კანადის მოქალაქეები.

მსგავსი თემები