გერმანიამ უკრაინას მოკლე სიშორეზე მოქმედი IRIS-T სისტემა გადასცა

გერმანიამ უკრაინას IRIS-T ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემა გადასცა. როგორც ირკვევა, აღნიშნული სისტემა მოკლე სიშორეზე მოქმედია. ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.

გადაცემულ ახალ პაკეტში წყლის დრონები, ფეთქებადი ობიექტების გასანეიტრალებელი საშუალებები და პირველადი დახმარების ნაკრებიცაა.

IRIS-T SLS ტიპის მოკლე სიშორეზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო სისტემა;
14 ათასი 155 მმ საბრძოლო საბრძოლო მასალა;
10 წყლის ზედაპირის დრონი;
26 სადაზვერვო VECTOR ტიპის დრონი სათადარიგო ნაწილებით;
ფეთქებადი ობიექტების გასანეიტრალებლად საშუალებები;
6 მაღალმოძრავი საინჟინრო ესკავატორი;
ჯავშანტექნიკა Bergepanzer 2 სათადარიგო ნაწილებით;
55 ათასი პირველადი დახმარების ნაკრები;
700 ცალი MK 556 თოფი;
10 მაღალი სიზუსტის HLR 338 თოფი საბრძოლო მასალებით;
50 ცალი CR 308 ტიპის თოფი.

მსგავსი თემები