ესპანეთში ტყე იწვის – ხანძარია პორტუგალიის საზღვართან

ესპანეთში ტყე იწვის. ხანძარია პორტუგალიის საზღვართან. საჭირო გახდა ათასამდე ადამიანის ევაკუაცია.

ცეცხლი უკიდია დაახლოებით 200 ჰექტარს, რამდენიმე საათით ჩაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალიც. ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც.

ხანძარია პორტუგალიის მხარესაც. ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა მადეირაზე, სადაც დაახლოებით 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს. საჭირო გახდა მათი ნაწილის ევაკუაცია.

მსგავსი თემები