უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ გამოიყენონ დანიის მიერ მოწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე

,,უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ გამოიყენონ დანიის მიერ მოწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე”, – განაცხად დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლეკე რასმუსენმა.

„საკუთარი თავის დაცვა შეიძლება მოიცავდეს აგრესორის ტერიტორიაზე შეჭრას. თუ ამის ფარგლებში თავს ესხმით თავდამსხმელის ინფრასტრუქტურას ან სამხედრო ობიექტებს, მაშინ ეს ომის წესების ფარგლებშია“, – აღნიშნა დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

რასმუსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შეცვლილა, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე დანიური იარაღის გამოყენება წესების ფარგლებშია.

მსგავსი თემები