ნეთანიაჰუმ ბლინკენთან შეხვედრას პოზიტიური უწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრას პოზიტიური წონა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

„პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შორის შეხვედრა დასრულდა. ეს იყო პოზიტიური შეხვედრა, რომელიც კარგი სულისკვეთებით წარიმართა“, – დაწერა ნეთანიაჰუმ.

როგორც ისრაელის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრის დროს, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა, მან ერთგულება გამოხატა ამერიკული მხარის მიერ შემოთავაზებული „ჰამასთან“ სამშვიდობო ხელშეკრულებისა და ტყვეების გათავისუფლების გეგმის მიმართ.

ბლინკენი ორშაბათს ისრაელში ჩავიდა. ის უკვე შეხვდა ისრაელის პრეზიდენტს იცხაკ ჰერცოგს. ისრაელიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეგვიპტეში გაემგზავრება.

მსგავსი თემები