“რუსული აგრესიისთვის პასუხის გაცემას ვაგრძელებთ”- ჯიმ რიში

“მჩაგვრელისთვის პასუხის გაცემის ერთადერთი საშუალება მისთვის წინააღმდეგობის გაწევაა” – ამის შესახებ, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს. ჯიმ რიში ამბობს, რომ 16 წლის წინ, რუსეთი საქართველო შეიჭრა და საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია მოახდინა. „მჩაგვრელისთვის პასუხის გაცემის ერთადერთი საშუალება მისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. ჯერაც ვაგრძელებთ ამის კეთებასა და რუსული აგრესიისთვის პასუხის გაცემას” – წერს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, ჯიმ რიში.

მეტი...

მთელი ბრიტანეთის მასშტაბით, 30 დასახლებულ პუნქტზე თავდასხმა დაანონსდა

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ძალადობის კიდევ ერთი ტალღისთვის ემზადება. ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა, მთელი ბრიტანეთის მასშტაბით, 30 დასახლებულ პუნქტზე თავდასხმა დააანონსეს. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთის ხელისუფლება 6 000 სპეცრაზმელის მობილიზებას გეგმავს. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს. “ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნის დედაქალაქში წესრიგი დაიცვან.ჩვენ ვიცით იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც დედაქალაქში მოძალადე ჯგუფების მიერ არის დაგეგმილი. მათ ღიად განაცხადეს, რომ არეულობისა და განხეთქილების მოწყობას აპირებენ. ჩვენს ქუჩებში ამას არ მოვითმენთ”- აცხადებენ ბრიტანეთის პოლიციაში.

მეტი...

„ირანმა უარი უნდა თქვას შურისძიებაზე“- მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანელ კოლეგას, მასუდ ფეზეშქიანს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მაკრონმა ფეზეშქინიანს განუცხადა, რომ ირანმა უარი უნდა თქვას შურისძიებაზე და ყველაფერი გააკეთოს, რათა არ დაუშვას ახლო აღმოსავლეთში ახალი სამხედრო ესკალაცია. „ახალი სამხედრო ესკალაცია მომგებიანი არავისთვის არის, მათ შორის არც ირანისთვის“-აღნიშნა მაკრონმა. მედიის ცნობით, მაკრონმა საუბარში აღნიშნა ისიც, რომ საფრანგეთი მზად არის, დაეხმაროს ირანს პოლიტიკურ საზღვრებში გამოსავლის მოძებნაში, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას რეგიონში, იმ პირობით, რომ ირანი შეასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს. ცნობისთვის, ირანი „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს და…

მეტი...

„კურსკში ასეულობით უკრაინელი სამხედრო იმყოფება“- მედია

რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა გამოაცხადა. “რეგიონის ტერიტორიაზე მტრული ძალების შესვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის 7 აგვისტოდან საგანგებო ვითარების გამოცხადების შესახებ მივიღე გადაწყვეტილება”- წერს გუბერნატორი “ტელეგრამის” პირად არხზე. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლება დაიკავეს. ვრცელდება ცნობები, რომ ოლქში ასეულობით უკრაინელი სამხედრო იმყოფება.    

მეტი...

ლაშა გობაძე, ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 87 კგ-ში ბულგარელმა სემენ ნოვიკოვმა ნახევარფინალში უნგრელ ლოსონჟის 3:1 სძლია და ქართველ ფალავანს, ლაშა გობაძეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მისცა. ქართველი მოჭიდავე, ხვალ 8 აგვისტოს  რეპეშაჟში დანიელ ბისულტანოვს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის უნგრელ ლოსონჟის დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ დღეს შეჯიბრებაზე გამომსვლელი რამაზ ზოიძე (67 კგ) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. 6 აგვისტოს 97 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან წააგო და ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.  

მეტი...

“რუსეთი იძულებული იქნება 2025 წელს ფართო მობილიზაცია გამოაცხადოს ან ომი დაასრულოს”- ბუდანოვი

„რუსეთი იძულებული იქნება 2025 წელს ფართო მობილიზაცია გამოაცხადოს ან ომი დაასრულოს“-ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. ბუდანოვი მიიჩნევს, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში რუსეთი დილემის წინაშე დადგება. “თუ ომი გაგრძელდება, მაშინ არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა, რუსეთი დილემის წინაშე დადგება: ან დაასრულოს ის ან კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი მობილიზაცია გამოაცხადოს” – განაცხადა ბუდანოვმა. მისი თქმით, კრემლის ამას გააჭიანურებს, ვინაიდან, “რუსეთის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ფართომასშტაბიან მობილიზაციას შეუძლია სერიოზულად შეარყიოს პოლიტიკური ვითარება.” მან ასევე ისაუბრა ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული პრობლემებზე  რუსეთში. “რეგიონები მიხედვით, თანხები ორ მილიონ რუბლსაც შეიძლება აღწევდეს. რუსეთისთვის ეს ფულის უზარმაზარი თანხაა.…

მეტი...

“საქართველო მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს”- პრეზიდენტი

„ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ!“ – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც  2008 წლის აგვისტოს ომს გამოეხმაურა. პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველო მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს. “აგვისტო ტრაგიკულ მოგონებას შეიცავს საქართველოს ისტორიისთვის. 16 წელი რუსეთის უკანასკნელი შემოჭრიდან, ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ! საქართველო მყარად დარჩება საკუთარ ევროპულ გზაზე და მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს” – წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

ქართველმა ძალოსანმა ოლიმპიადაზე მედლის მოპოვება ტრამვის გამო ვერ შეძლო

პარიზის ოლიმპიადაზე ტრავმის მიზეზით უმედლოდ დაასრულა ასპარეზობა 61 კგ წონაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა, შოთა მიშველიძემ. მან ატაცში 121 კილოგრამი დაძლია, ხოლო აკვრაში ჯერ 125 ასწია, შემდეგ – 135, ბოლოს 150-კილოგრამიან შტანგასთან მივიდა, თუმცა აწევა ვერ შეძლო და აკვრაში ყველაზე მაღალი 135 კილოგრამი დარჩა. ამ შედეგით ის ორჭიდის ჯამში მეექვსე იყო. ჩემპიონი ჩინელი ფაბინ ლი გახდა.    

მეტი...

“გემუდარებით დამეხმარეთ”- იტალიაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დაიკარგა. მას ოჯახი 6 დღეა ეძებს. როგორც დაკარგულის დედა სოციალურ ქსელში წერს, ჯიმშერ ზოიძე ბოლოს იტალიაში ქალაქ ტრიესტაში იმყოფებოდა. “მეგობრებო ეს არის ჩემი შვილი იმყოფებოდა italia…triesta-ში უკვე 6 დღეა არ გამოდის არცერთ სოციალურ ქსელში. სადმე ან ვინმემ თუ ნახეთ, გთხოვთ დამირეკოთ ან მომწერეთ ამ ნომერზე:3501414059.  ჩემი შვილის სახელი და გვარია- ზოიძე ჯიმშერი. არ ვიცი სადმე გადაადგილდა თუ არა, არაფერი ვიცი. დედა გეხვეწებით, როგორიც არ უნდა იყოს, კარგი თუ ცუდი, ის ჩემი შვილია ….გემუდარებით მუხლ მოდრეკილი დედა გამაგებინეთ ან დამირეკეთ. წლები იყო პოლონეთში, კერძოდ vrotslav. იქ არ ჩასულა,…

მეტი...

ნატო-ში აზერბაიჯანის ელჩი და მის მეუღლე გაძარცვეს-შემთხვევა ბრიუსელში მოხდა

ნატო-ში აზერბაიჯანის ელჩს, ჯაფარ ჰუსეინზადესა და მის მეუღლეს ბრიუსელში თავს დაესხნენ და გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ორი თავდამსხმელი სკუტერით მიუახლოვდა, ერთ-ერთმა მათგანმა პისტოლეტი ორივეს თავში ჩაარტყა და „როლექსის“ ორი საათი და ჩანთა წაართვა. ბელგიური მედიის ცნობით, საათების ღირებულება 90 000 ევროა. ადგილობრივი მედია წერს, რომ პისტოლეტის ჩარტყმის შემდეგ ჰუსეინზადეს მეუღლეს თავიდან სისხლი წასკდა. ცოლ-ქმარი გამოსაკვლევად საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბრიუსელის პროკურატურამ დაადასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.

მეტი...

“რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას”- ბლინკენი

“მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე”- განაცხადა  აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა ენტონი ბლინკენმა. ენტონი ბლინკენი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძიებაში მხარდაჭერა ურყევია. “დღეს, თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოში შეიჭრა და ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც მოკლეს, დაჭრეს, ან იძულებით გადაადგილება მოუწია რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად. დღემდე, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და საკუთარი ნების დაწესებას იქ…

მეტი...

“ბოლოს როდის მიმართა კულტურის მინისტრმა იუნესკოს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში”- პრეზიდენტი

“მაინტერესებს, ბოლოს როდის მიმართა ჩვენმა კულტურის მინისტრმა იუნესკოს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში – სად არის შერიგების მინისტრი? რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერგნეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ოკუპაცია არ არის მოცემულობა და ამის არც დავიწყება შეიძლება და არც შეგუება. „ეს არის მეხსიერება, რომლის დავიწყება არ შეიძლება, არც შეგუება შეიძლება. როგორც პრემიერმა ბრძანა, ეს არ არის მოცემულობა, ეს არის ის, რასაც არასდროს შევეგუებით. არ შეგუება ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად…

მეტი...

უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 9 ნოემბრამდე გახანგრძლივდა

უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 12 აგვისტოდან 90 დღით, 9 ნოემბრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ კანონებს ხელი დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი უკრაინის რადას 339-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მეტი...

,,აგვისტო საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ მეხსიერებას ატარებს” – სალომე ზურაბიშვილი

,,აგვისტო საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ მეხსიერებას ატარებს… ოკუპაცია არ დაგვვიწყებია”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე. ,,აგვისტო საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ მეხსიერებას ატარებს. 16 წელი რუსეთის ბოლო შემოჭრიდან, ოკუპაცია არ დაგვვიწყებია! ჩვენ არასოდეს შევეგუებით და მივიღებთ მას! საქართველო მტკიცედ დარჩება ევროპულ გზაზე და მტკიცედ დაუპირისპირდება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას”, – წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

აგვისტოს ომის გმირები

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. შინდისის შეტაკების ნაწილია ნათლიისაა და ნათლულის ისტორია. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა. ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის…

მეტი...

,,16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში… ჭრილობა ჯერ კიდევ ღიაა” – ბილდტი

საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, კარლ ბილდტი აგვისტოს ომის 16 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ რუსეთმა სცადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ეს ,,ჭრილობა ჯერ კიდევ ღიაა”. ,,16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. ფონი ოდნავ ბუნდოვანი იყო, აშკარა პროვოკაციებით კონფლიქტის შესაქმნელად, მაგრამ რუსეთი სწრაფად გადავიდა საქართველოში ორ სხვადასხვა ღერძზე. შემდეგ კი რუსეთმა სცადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ჭრილობა ჯერ კიდევ ღიაა,” – წერს ბილდტი.

მეტი...

,,წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად ყველა 2008 წლის 8 აგვისტოს ასახელებდა” – მდინარაძე

,,წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად ყველა 2008 წლის 8 აგვისტოს ასახელებდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რამდენიმე წელია აგენტურულმა პარტიებმა საქართველოში და სამწუხაროდ არა მხოლოდ მათ, შეცვალეს პოზიციაც და თარიღიც – 2008 წლის 7 აგვისტო. „წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად ყველა 2008 წლის 8 აგვისტოს ასახელებდა. რამდენიმე წელია აგენტურულმა პარტიებმა საქართველოში და სამწუხაროდ არა მხოლოდ მათ, შეცვალეს პოზიციაც და თარიღიც – 2008 წლის 7 აგვისტო. ბუნებრივია ჩნდება კითხვა: საიდან, როგორ ან სად…

მეტი...

ილონ მასკმა კამალა ჰარისს კომუნისტი უწოდა

ილონ მასკმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს კომუნისტი უწოდა. მან სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, სადაც კამალა ჰარისის რამდენიმე გამოსვლაა გაერთიანებული. ჰარისი აღნიშნულ გამოსვლებში მთავარ ყურადღებას თანასწორობაზე და თანასწორობისთვის ბრძოლაზე ამახვილებს. „კამალა ფაქტობრივად კომუნისტია. მას სურს არა მხოლოდ თანაბარი შესაძლებლობები, არამედ თანაბარი შედეგებიც“, – წერს ილონ მასკი.

მეტი...

პუტინმა კურსკის ოლქში ბრძოლებს ფართომასშტაბიანი პროვოკაცია უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მთავრობის წევრებთან გამართა შეხვედრა, სადაც კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონებში წინა დღით დაწყებულ ბრძოლებზე პირველი კომენტარი გააკეთა. ,,მოგეხსენებათ, კიევის რეჟიმმა განახორციელა კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი პროვოკაცია. განურჩევლად ახორციელებს სამოქალაქო შენობების, საცხოვრებელი კორპუსების, სასწრაფო დახმარების მანქანების დაბომბვას სხვადასხვა ტიპის იარაღით, მათ შორის რაკეტებით”, – თქვა პუტინმა. მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ მოისმენს უსაფრთხოების ძალების მოხსენებას კურსკის ოლქში არსებული ვითარების შესახებ. უკრაინას ოფიცილაური კომენტარი არ გაუკეთებია კურსკში მიმდინარე ბრძოლაზე.

მეტი...

ლაშა გობაძე მეოთხედფინალში დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსს ინარჩუნებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე ოლიმპიადის მეოთხედფინალში, ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან დამარცხდა. იმ შემთხვევაში თუ მისი ბულგარელი მეტოქე ფინალში გასვლას მოახერხებს, გობაძეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი ექნება. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ნახევარფინალური დაპირისპირებები 20:00 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ დღეს შეჯიბრზე გამომსვლელი რამაზ ზოიძე (67 კგ) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. 6 აგვისტოს ტურნირზე 97 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან წააგო და ოლიმპიურ თამაშებს გამოთიშა.

მეტი...

საქართველოში ლიეტუვის ელჩად დარიუს ვიტკაუსკასი დაინიშნა

საქართველოში ლიეტუვის ელჩად დარიუს ვიტკაუსკასი დაინიშნა. ინფორმაციას დიპლომატიური მისია ავრცელებს. „6 აგვისტოს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, დარიუს ვიტკაუსკასი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან – უკრაინის საგარეო უწყება

რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოს სუვერენული ტერიტორიებიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებაშია ნათქვამი. „საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა განაგრძო ეგრეთ წოდებული „ბორდერიზაცია“, ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდული მეთოდები. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან 2008…

მეტი...

ომბუდსმენმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები გორაკა და საკორინთლო მოინახულა

დღეს, 7 აგვისტოს, ომიდან 16 წლისთავზე საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები გორაკა და საკორინთლო მოინახულა, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათი პრობლემები მოისმინა. მისი თქმით, აგრძელებენ ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მონიტორინგს და ცდილობენ იმ პრობლემების ადვოკატირებას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. ,,სამწუხაროდ 16 წლის თავზე, ჩვენ ისევ გვიწევს საუბარი ოკუპაციაზე, რომელიც მოქალაქეებისთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის არის ნამდვილად დამანგრეველი. დამანგრეველი ბევრი თვალსაზრისით. დაწყებული უსაფრთხოებიდან დასრულებული მათი დევნილობით და ამ ყველაფერს საბოლოოდ ართულებს ის გარემოება, რომ პერიოდულად ჩვენ ვხედავთ ისეთ მოვლენებს, სიტუაციის ისეთ გამწვავებებს, როგორიც ვნახეთ კირბალში, სამწუხარო ფაქტი,…

მეტი...

გერმანიაში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ გერმანიის მოსელის მეღვინეობის რეგიონის შუაგულში მდებარე სოფელში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ადამიანები, ამ დრომდე, ნანგრევების ქვეშ რჩებიან. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ნგრევის დროს შენობაში 14 ადამიანი იმყოფებოდა. მამაკაცი და ქალი დაიღუპნენ, სამი ადამიანი კი ნანგრევებში დარჩა. ნანგრევების ქვეშ მყოფმა ადამიანებმა პოლიციასთან ტელეფონით დაკავშირება შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ შენობა ჯერ კიდევ ნაწილობრივ ხელუხლებელია, ის მაინც 4 მილიმეტრით მოძრაობს საათში, რაც სამაშველო ოპერაციას ართულებს. ადგილზე მობილიზებულია 250 მეხანძრე, პარამედიკოსი, პოლიცია და ტექნიკური დახმარების მუშაკი, მათ შორის სპეცრაზმი, მაშველი ძაღლების ჯგუფები და დრონის დანაყოფები. ევაკუირებულია სასტუმროს სიახლოვეს მდებარე სამ სახლში…

მეტი...

დიდ დიღომში, მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

დიდ დიღომში, მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და „მეიჰიუ საქართველოს“ კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები „მეიჰიუ საქართველოს“ კლინიკაში ტარდება, საიდანაც, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდეგ, იდენტიფიცირებული და სტერილური ცხოველები პირვანდელ გარემოში ბრუნდებიან. კლინიკაში ძაღლებს ასევე უტარდებათ ცოფისა და გავრცელებული ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია. აღნიშნული პროგრამა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი მიზანია, დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის კოლაბორაციული მენეჯმენტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტერიტორიიდან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟების მიერ არაიდენტიფიცირებული ძაღლების „მეიჰიუ საქართველოს“ კლინიკაში სტერილიზაცია/კასტრაციისა და იდენტიფიცირების მიზნით გადაყვანას და უკან დაბრუნებას. სტერილიზაციის გარდა, ექიმი-ვეტერინარები ასევე ამოწმებენ…

მეტი...

#ვზრუნავმიუსაფარზე კამპანიის ფარგლებში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, ამავე სახელწოდებით სტიკერები დაამზადა

#ვზრუნავმიუსაფარზე კამპანიის ფარგლებში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, ამავე სახელწოდებით სტიკერები დაამზადა, რომელსაც მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველ ადამიანებს გადავცემთ. საკუთარი ავტომობილების სტიკერით გაფორმება მოქალაქეებს შეუძლიათ როგორც თავშესაფარში, ასევე, სხვადასხვა უბანში, გამოძახების ადგილზე ჩვენი ეკიპაჟის დახმარებით. ღონისძიების მიზანია, მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანების საქმიანობის დაფასება და სხვების წახალისება, იზრუნონ ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებზე.

მეტი...

ვეტერინარული კლინიკა „ვეტ ჰაუსი“, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მიუსაფარი კატების სტერილიზაციის პროექტს განაგრძობს

ვეტერინარული კლინიკა „ვეტ ჰაუსი“, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მიუსაფარი კატების სტერილიზაციის პროექტს განაგრძობს. პროექტის ფარგლებში, კლინიკა, სააგენტოს მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, მიუსაფარი კატების სტერილიზაცია-კასტრაციას უსასყიდლოდ ატარებს. ოპერაციის შემდეგ, ფისოებს ანტირაბიული ვაქცინაცია უტარდებათ და მათზე მზრუნველ ადამიანებს უბრუნდებიან. სააგენტო მადლობას უხდის ვეტერინარულ კლინიკა ,,ვეტ ჰაუსს“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის და გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს კერძო სექტორთან მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციის მართვაში კერძო სექტორის მოხალისეობრივი ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დედაქალაქში ჰუმანური გზით მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებაზე.

მეტი...

ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას – სლოვენიის საგარეო

სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ,,საქართველოში რუსეთის შეჭრის მე-16 წლისთავზე სლოვენია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების უგულებელყოფას ყოველთვის მოჰყვება დაგმობა და მოწოდება საერთაშორისო სამართლის დაცვის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას – ეუთო-ში აშშ-ის მისია

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის მისია აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ,,ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას. რუსეთის მიერ ამ ქართული რეგიონების ოკუპაცია, ისევე როგორც მისი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,საქართველო დღეს უფრო დაუცველია, ვიდრე 2008 წელს!” – კახა ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი 2008 წლის ომიდან 16 წლის გასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანა დღეს უფრო დაუცველია, ვიდრე აგვისტოს ომის დროს იყო. მისი თქმით, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის დაცულობის ხარისხი ორ მთავარ ბერკეტზე, მოკავშირეობაზე და თავდაცვისუნარიანობაზე გადის. დეპუტატის თქმით, დღეს ჩვენი ქვეყანა გაცილებით მოწყვლადია ნებისმიერი სამხედრო აგრესიის მიმართ, ვიდრე 2008 წელს. ,,2008 წლის აგვისტოს ომიდან უკვე 16 წელი გავიდა. ჩვენმა გმირებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს სამშობლოს და ქართველი ხალხის ღირსება და წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთიდან შემოჭრილ ურდოს. ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ უბრძოლველად არ ჩავბარებულვართ. თითოეულ ქართველს ჩვენი გმირების ვალი გვაქვს, რადგან მათ…

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამართალდამცავმა, 2024 წლის 6 აგვისტოს, დუშეთის რაიონის სოფელ ზემო ბულაჩაურში დაზარალებულს სახის და თავის არეში დაზიანებები მიაყენა და დაემუქრა მისი და მისი შვილების სიცოცხლის მოსპობით. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც 2024 წლის 7 აგვისტოს სამართალდამცავი დაკავებული იქნა ძალადობისა და მუქარის ბრალდებით”, – ნათქვამია განცხადებაში. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მეტი...

,,ევროპარლამენტის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა, მისი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი ურყევია” – მეცოლა

,,ევროპარლამენტის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა, მისი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი ურყევია”, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. ,,საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, ევროპარლამენტის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი ურყევია”, – წერს მეცოლა.

მეტი...

,,მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ევროპულ მისწრაფებებს” – ტიხანოვსკაია

ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია აგვისტოს ომის 16 წლის თავს ეხმიანება და წერს, რომ თუ რუსეთის იმპერიული აგრესია არ შეჩერდება, ის მხოლოდ გაიზრდება. ,,ამ დღეს, 16 წლის წინ, რუსეთმა საქართველოში შეჭრა დაიწყო. თუ იმპერიული აგრესია არ შეჩერდება, ის მხოლოდ გაიზრდება. ბელარუსება და უკრაინელებმა ეს ძალიან კარგად იციან. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ მისწრაფებებს,” – წერს ტიხანოვსკაია.

მეტი...

,,სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, რუსეთის 16 წლიანი ოკუპაციის მიუხედავად” – NATO-ს პრესსპიკერი

2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წლის გასვლას ეხმაურება NATO-ს პრესსპიკერი ფარა დახლალა. ის კიდევ ერთხელ აფიქსირებს ალიანსის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანის მიმართ. ,,მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ის ძალები, რომლებიც მან ნებართვის გარეშე განათავსა საქართველოში. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, რუსეთის 16 წლიანი ოკუპაციის მიუხედავად. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – წერს ფარა დახლალა.

მეტი...

,,ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდამჭერის ერთგულნი” – რუმინეთის საგარეო

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ,,16 წლის წინ, რუსეთმა დაიწყო სამხედრო შეჭრა საქართველოს წინააღმდეგ, რაც საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა და აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის აგრესიის კიდევ ერთი მაგალითი იყო. როგორც სტრატეგიული პარტნიორები, რუმინეთი რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდამჭერის ერთგული”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,ჩემი თვალით ვნახე როგორ თხრიდა მეზობელი შვილის საფლავს ეზოში” – გორში აგვისტოს ომს იხსენებენ

საოკუპაციო ხაზთან მდებარე რეგიონის მცხოვრებლები 16 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ. იმის მიუხედავად, რომ 2008 წლის აგვისტოში გორი საერთაშორისო კონვენციით აკრძალული კასეტური ბომბებით იბომბებოდა, ადგილობრივების ნაწილმა სახლები არ დატოვა, ისინი თავს სარდაფებს აფარებდნენ და დაჭრილებს პირველად დახმარებას უწევდნენ. ,,წარუშლელი კვალი დატოვა განსაკუთრებით გორის მოსახლეობაზე ამ ომმა, პირადად ჩემთვისაც ძალიან მძიმე იყო, არასდროს დამავიწყდება ის დღე, როცა გორი იბომბებოდა. გორში მიწევდა მაშინ ყოფნა, ჩემი ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა ომის პირისპირ ფაქტობრივად და იცავდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. როცა გორი დაბომბეს, სატანკო ნაწილი, მაშინ ერთ-ერთი წევრი დაიჭრა. მყავდა 2 კვირის ბავშვი და სარდაფში მიწევდა…

მეტი...