ომბუდსმენმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები გორაკა და საკორინთლო მოინახულა

დღეს, 7 აგვისტოს, ომიდან 16 წლისთავზე საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები გორაკა და საკორინთლო მოინახულა, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათი პრობლემები მოისმინა.

მისი თქმით, აგრძელებენ ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მონიტორინგს და ცდილობენ იმ პრობლემების ადვოკატირებას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.

,,სამწუხაროდ 16 წლის თავზე, ჩვენ ისევ გვიწევს საუბარი ოკუპაციაზე, რომელიც მოქალაქეებისთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის არის ნამდვილად დამანგრეველი. დამანგრეველი ბევრი თვალსაზრისით. დაწყებული უსაფრთხოებიდან დასრულებული მათი დევნილობით და ამ ყველაფერს საბოლოოდ ართულებს ის გარემოება, რომ პერიოდულად ჩვენ ვხედავთ ისეთ მოვლენებს, სიტუაციის ისეთ გამწვავებებს, როგორიც ვნახეთ კირბალში, სამწუხარო ფაქტი, როდესაც თამაზ გინტური იქნა მოკლული”, – თქვა იოსელიანმა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მაღალია მიგრაცია, რადგან ომის შემდეგ მათ მიმართ ხელისუფლება მიზერულ ყურადღებას იჩენს.

მსგავსი თემები