,,ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდამჭერის ერთგულნი” – რუმინეთის საგარეო

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

,,16 წლის წინ, რუსეთმა დაიწყო სამხედრო შეჭრა საქართველოს წინააღმდეგ, რაც საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა და აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის აგრესიის კიდევ ერთი მაგალითი იყო. როგორც სტრატეგიული პარტნიორები, რუმინეთი რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდამჭერის ერთგული”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები