პუტინმა კურსკის ოლქში ბრძოლებს ფართომასშტაბიანი პროვოკაცია უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მთავრობის წევრებთან გამართა შეხვედრა, სადაც კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონებში წინა დღით დაწყებულ ბრძოლებზე პირველი კომენტარი გააკეთა.

,,მოგეხსენებათ, კიევის რეჟიმმა განახორციელა კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი პროვოკაცია. განურჩევლად ახორციელებს სამოქალაქო შენობების, საცხოვრებელი კორპუსების, სასწრაფო დახმარების მანქანების დაბომბვას სხვადასხვა ტიპის იარაღით, მათ შორის რაკეტებით”, – თქვა პუტინმა.

მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ მოისმენს უსაფრთხოების ძალების მოხსენებას კურსკის ოლქში არსებული ვითარების შესახებ.

უკრაინას ოფიცილაური კომენტარი არ გაუკეთებია კურსკში მიმდინარე ბრძოლაზე.

მსგავსი თემები