,,მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ევროპულ მისწრაფებებს” – ტიხანოვსკაია

ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია აგვისტოს ომის 16 წლის თავს ეხმიანება და წერს, რომ თუ რუსეთის იმპერიული აგრესია არ შეჩერდება, ის მხოლოდ გაიზრდება.

,,ამ დღეს, 16 წლის წინ, რუსეთმა საქართველოში შეჭრა დაიწყო. თუ იმპერიული აგრესია არ შეჩერდება, ის მხოლოდ გაიზრდება. ბელარუსება და უკრაინელებმა ეს ძალიან კარგად იციან. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ მისწრაფებებს,” – წერს ტიხანოვსკაია.

მსგავსი თემები