,,სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, რუსეთის 16 წლიანი ოკუპაციის მიუხედავად” – NATO-ს პრესსპიკერი

2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წლის გასვლას ეხმაურება NATO-ს პრესსპიკერი ფარა დახლალა. ის კიდევ ერთხელ აფიქსირებს ალიანსის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანის მიმართ.

,,მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ის ძალები, რომლებიც მან ნებართვის გარეშე განათავსა საქართველოში. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, რუსეთის 16 წლიანი ოკუპაციის მიუხედავად. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – წერს ფარა დახლალა.

მსგავსი თემები